ბიზნესიდღის სიახლეებიეკონომიკასიახლეებისპორტი

კომპანია ბეთლაივსა და სამ სპორტულ ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

0
გაზიარება

კომპანია „ბეთლაივი“ სამი სპორტული ფედერაციიის ოფიციალური სპონსორი გახდა. მხარეებს შორის მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემდეგ, „ბეთლაივმა“ რაგბის კავშირთან, ძიუდოსა და ჩოგბურთის ფედერაციებთან ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერა ხელი, რაც საერთო პროექტებზე კოლაბორაციას, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, ქართული სპორტის აქტიურ მხარდაჭერასა და მედია ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს. აღნიშნული შეთანხმებით, „ბეთლაივი“ ადასტურებს, რომ ქართული სპორტის ფინანსური და მედია მხარდაჭერა კომპანიის სტრატეგის უცვლელი ნაწილია. კომპანიის ხედვით, კერძო სექტორის ჩართულობა სპორტის განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას ატარებს. „ბეთლაივში“ იმედს გამოთქვამენ, რომ რაგბის, ძიუდოსა და ჩოგბურთის მხარდაჭერა სხვა კომპანიებისთვის სტიმულის მიმცემი გახდება, რაც ქართული სპორტის პროგრესზე მნიშვნელოვნად აისახება.

პრეზენტაცია 20 თებერვალს, 12:00 საათზე, სასტუმრო „პულმანში“ გაიმართა. ღონისძიებას როგორც „ბეთლაივის“, ასევე სამივე ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ეს ყველაფერი ჩვენთვის, კომპანია ბეთლაივისთვის, ქართული სპორტის უპირობო მხარდაჭერას გულისხმობს. ამავდროულად, გვინდა, მაგალითი კერძო სექტორის წარმომადგენელ სხვა კომპანიებსაც მივცეთ, ვინაიდან ქართული სპორტი განსაკუთრებულ მხარდაჭერას იმსახურებს, ბიზნესის ჩართულობით კი წარმატებამდე მისასვლელი გზა გაცილებით უფრო ადვილი ხდება. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, „ბეთლაივი“, როგორც ინოვატორი კომპანია, ბევრ საინტერესო პროექტს შემოგთავაზებთ“, – აღნიშნა „ბეთლაივის“ კომერციულმა დირექტორმა, ნიკოლოზ ღუდუშაურმა.

კერძო სექტორის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ხაზგასმით ისაუბრეს მემორანდუმში მონაწილე ფედერაციების წარმომადგენლებმაც. მათი განცხადებით, „ბეთლაივთან“ ერთად დაგეგმილი პროექტები ქმნის ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც სპორტის პოპულარიზაციას, მეტ ხელმისაწვდომობასა და მოთამაშეთა უფრო ახლოდან გაცნობას შეუწყობს ხელს.

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!