ქართული წარმოებაRSS კატეგორიასტარტაპებისხვა

კომპანიამ “ჭკვიანი თხილი” ძაღლებისთვის გამოუშვა

0
გაზიარება

კომპანიამ „ჭკვიანი თხილი“  ოთხფეხა მეგობრებისთვის თხილეულის პასტა გამოუშვა, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს. 

ქართველოში როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ნინო ანდრიაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,პასტა „ჰამ-ჰამის“ ბრენდით  უკვე გაყიდვაშია, მისი შეძენა ონლაინაა შესაძლებელი.

„დავინახეთ ის, რომ ეს ნიშა თავისუფალია და მსგავსი ტიპის პროდუქცია საქართველოში ძალიან მოთხოვნადი იქნებოდა. ქვეყანაში საბედნიეროდ არის ისეთი კატეგორია, რომელსაც არ უნდა არც ძაღლს აჭამოს კონსერვანტებით გაჯერებული საკვები. თხილეულის პასტა კი ამ მხრივ იდეალურია. ამას იყენებენ ქცევის კორექტირებისას, ბანაობისას რომ დაამშვიდონ ძაღლები. ძალიან ჯანსაღი ჯილდოა,“-აცხადებს ანდრიაძე.

„ჭკვიანი თხილი“ ბაზარზე 2017 წლის დეკემბერში შემოვიდა. “ჭკვიანი თხილი“ წყვილის ოჯახური ბიზნესია. მისი დამფუძნებელები ცოლ-ქმარი ნინო ანდრიაძე და შოთა მურცხვალაძე არიან. სახელწოდება კი  პროდუქტის სასარგებლო თვისებებიდან მომდინარეობს.

კომპანიის საწარმო თბილისში დაახლოებით 100 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. საათში კი 100 კგ-ის წარმოება შეუძლია. 

კომპანია ამჟამად 7 სახეობის პროდუქტს აწარმოებს. მათ შორისაა: „მოხერხებული მიწისთხილი“,„ჭკვიანი თხილი“, „ყოჩაღი ნუში“ ,„გიჟმაჟი  პეკანის პასტა“ და „გულადი გოგრა“. წარმოებული პროდუქციის 80% საექსპორტოა.

წყარო : ბიზნეს პარტნიორი

მსგავსი სიახლეები

SGBA Business meeting 2023-ის პარტნიორია თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელი ქართული კომპანია – ELMA

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 დეკემბერს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2023 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და…

SGBA Business meeting 2023-ის ოფიციალური მხარდამჭერია რესტორანი – ცირკი

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 დეკემბერს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2023 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და…

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი მკვეთრად ეცემა

ერთ კვირაში ნავთობის ღირებულება 4%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელი ბრენტის ფასი 81 დოლარს შეადგენს, ამერიკული WTI-ს ფასი კი 77 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ერთწლიან პერიოდში ნავთობის ბირჟაზე საშუალოდ 10%-ითაა გაიაფებული.…

Coaching UP University-ში სწავლა ICF საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასწავლო პროგრამაზე დაიწყო

Coaching UP University-ში სწავლა ICF საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასწავლო პროგრამაზე - "საერთაშორისო დონის პროფესიონალი ქოუჩი" უკვე დაიწყო. პროგრამა განკუთვილია მათთვის, ვისაც ახალი პროფესიის დაუფლება სურთ…

ისტორიულ შენობაში მდებარე სასტუმრო “ჯორჯია გოლდი” – მყუდრო და სასიამოვნო გარემო თქვენი დასვენებისთვის

2020 წელს ქ. გორში, შეიქმნა სივრცე, რომელიც სასტუმროს, ულამაზესი კაფე-ბარსა და სპორტული სტანდარტების შესაბამის, ქალაქში ყველაზე დიდ საცურაო აუზს აერთიანებს. სასტუმრო ,,ჯორჯია გოლდი’’ ისტორიული შენობაში მდებარეობს, სადაც…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!