დღის სიახლეებისიახლეები

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ დისტრიბუციისა და რითეილ სექტორში განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

0
გაზიარება

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ დისტრიბუციისა და რითეილ სექტორში განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში კონცენტრაცია გამოვლინდა, რომელიც სააგენტოსთვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარებოდა.

საკითხი ეხებოდა –  2023 წლის 28 სექტემბერს, შპს „შარმ ტრეიდინგი“-სა და ფ/პ იოსებ თათარაშვილის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ ერთობლივ საწარმოს – შპს „ეს ეიჩ კავკასიას“. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კონცენტრაციის შეუტყობინებლობისთვის  შესაბამის ეკონომიკურ აგენტს  ჯარიმა დაეკისრა.

სააგენტოს შეფასებით ფ/პ იოსებ თათარაშვილს აქვს კონტროლი შპს „სუფთა სახლზე“.  შესაბამისად, განხორციელებული კონცენტრაციის შესწავლის მიზნით, კონკურენტული გარემოს შეფასების ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა შპს „შარმ ტრეიდინგის“ და შპს „სუფთა სახლის“ ეკონომიკური საქმიანობის გავლენა ბაზარზე.

სააგენტომ შეაფასა შესაბამისი ბაზარი როგორც იმპორტის, ასევე საბითუმო და საცალო მიწოდების დონეზე. რის შედეგადაც გამოიკვეთა შემდეგი: ბაზრის იმპორტის დონის მოცულობა შეადგენს 1 204 837 208 ლარს, კონცენტრაციის მაჩვენებელი ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი HHI=192.9 ერთეულს, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის განხორციელების შემდეგ – ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი HHI=194.6. შედეგად, კონცენტრაციის ინდექსის ცვლილება ΔHHI=1.70. რაც შეეხება  საბითუმო და ასევე საცალო მიწოდების დონეს, ამ შემთხვევაშიც ბაზარი დაბალკონცენტრირებულია და  ინდექსი შეადგენს HHI = 458 და HHI = 648 ერთეულს.

აღნიშული მონაცემების გათვალისწინებით სააგენტომ განიხილა ერთობლივი საწარმოს დაფუძნების გზით განხორცილებული კონცენტრაცია და მისი თავსებადობა კონკურენტულ გარემოსთან, რის შედეგადაც, კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან დასაშვებად იქნა ცნობილი.

2023 წელს, კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 9 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.

ინფორმაციისთის: სააგენტოსთვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება  – 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარს.

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!