დღის სიახლეებისიახლეები

კრიპტოვალუტების ფასები იზრდება

0
გაზიარება

Bitcoin-ის ფასი ბოლო ერთ კვირაში 6500 დოლარით გაიზარდა და მისი ამჟამინდელი ღირებულება, 48700 დოლარია. აღნიშნული კრიპტოვალუტის გარდა, Etherium-ის ფასი თითქმის 300 დოლარით გაიზარდა და ის ახლა 2525 დოლარს შეადგენს.

მსგავსი ფასის ზრდა, სხვადასხვა წყაროს მიხედვით დაკავშირებულია Bitcoin-ის ETF-ზე დამტკიცებით. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც SEC-მა „ბიტკოინი“ ETF-ზე დაამტკიცა, მაგრამ კრიპტოვალუტის ფასი აქამდე არ იზრდებოდა. აქედან გამომდინარე, ექსპერტები, ამ უეცარ მატებას Halving-ის მოახლოებასაც უკავშირებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე თვეში, Bitcoin-ის გამომუშავება განახევრდება.

სხვა კრიპტოვალუტების ფასის მატება კი კვლავ „ბიტკოინთანაა“ პირდაპირ კავშირში, ვინაიდან იგი ყველაზე მსხვილი ვალუტაა და შესანიშნავად ახდენს დომინირებას სხვადასხვა ვალუტებზე.

Bitcoin-ისა და Etherium-ის გარდა, Solana-ს ფასი 15 დოლარით, ხოლო LTC-ის ღირებულება 5 დოლარით გაიზარდა.

კრიპტო ენთუზიასტების ვარაუდით, 2024 წელი კრიპტოსამყაროსთვის დიდი წარმატების მომტანი იქნება, ზოგიერთი ექსპერტი კი ვარაუდობს, რომ Bitcoin-ის ღირებულება, 100 000 დოლარსაც მიაღწევს.

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!