დღის სიახლეებისიახლეები

კრიპტოაქტივების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი რეგულაცია

0
გაზიარება

ევროკავშირის პარლამენტმა კრიპტოაქტივების არსებობის ისტორიაში ყველაზე მრავლისმომცველი და მნიშვნელოვანი რეგულაცია დაამტკიცა.

კრიპტო ბაზრების აქტი, ე.წ. MiCA ისტორიაში პირველი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც ინდუსტრიის სრულ რეგულირებას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ჩარჩო მოიცავს როგორც შეზღუდვებს, აგრეთვე აღსრულების მექანიზმებსა და სანქციებს.

MiCA-ს ფარგლებში ბირჟებსა და კრიპტოსერვისების პროვაიდერებს დაევალებათ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო მექანიზმების ინტეგრირება, მომხმარებლის ვინაობის ვერიფიცირება, საეჭვო ტრანზაქციების შესახებ მარეგულირებლისთვის მონაცემების მიწოდება, კლიენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და კოლაფსის შემთხვევაში – პასუხისგება.

აღნიშნულ კანონპროექტს კენჭისყრაზე 517-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 38-ის წინააღმდეგ.

პროექტის ინიციატორების შეფასებით, აღნიშნული რეგულაცია მიზნად ისახავს კრიპტოინდუსტრიის სტანდარტიზაციას, თაღლითური პრაქტიკის აღკვეთას, მომხმარებლების მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ფულის გათეთრების რისკების შემცირებას. განსაკუთრებით მკაცრი რეგულაციები წესდება სტეიბლკოინების გამომშვები კომპანიებისთვის. მათ დაევალებათ გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, აუდიტირებული ანგარიშგებების წარმოდგენა და ბანკების მსგავსად კანონით განსაზღვრული ბუფერების შენარჩუნება. ეს რეგულაცია პირდაპირ მიემართება Tether-ს, Circle-ის სტეიბლკოინსა და Binance-ის მიერ გამოშვებულ BUSD-ს.

ევროკავშირის საფინანსო ბაზრების მარეგულირებელ ორგანოს მიეცემა უფლებამოსილება, შეზღუდოს ნებისმიერი ბირჟის, კომპანიისა თუ პლატფორმის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას.

ახალი რეგულაცია ძალაში 2024 წლიდან შევა, კრიპტოკომპანიებს მოსამზადებლად დაახლოებით ერთ წელი აქვთ. Binance-ის დირექტორის, ჩანგპენგ ჟაოს განცხადებით, კრიპტობირჟა სრულ შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის რეგულაციებთან და ის ზედმიწევნით შეასრულებს დაწესებულ მოთხოვნებს.

მსგავსი სიახლეები

საწვავის ფასი სხვადასხვა ქვეყნებში

მსოფლიოს მასშტაბით საწვავის ფასები განსხვავებულია. ნავთობითა და ენერგორესურსებით მდიდარ სახელმწიფოებში ბენზინის, დიზელისა თუ სხვა სახის ნავთობპროდუქტების ფასები გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე იქ, სადაც ეკონომიკა თითქმის…

თხილის ექსპორტი გაიზარდა

საქართველომ 2023 წლის იანვარ-აპრილში 30.6 მლნ აშშ დოლარის 6 283 ტონა თხილი გაყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 27.5 მლნ აშშ დოლარის 5 588 ტონა თხილი. ტოპ-10 ქვეყნის ჩამონათვალi, სადაც საქართველომ 2023 წელს ყველაზე დიდი…

სტარტაპებისთვის საუკეთესო ქვეყნების ტოპ 5-ეული

Global Startup Ecosystem Index-ის ყოველწლიურ რეიტინგში სტარტაპებისთვის საუკეთესო ქვეყნები გამოვლინდა, ესენია: აშშ დიდი ბრიტანეთი ისრაელი კანადა შვედეთი ხუთეულში შემავალი ქალაქების რეიტინგში აშშ-ის ოთხი ქალაქი მოხვდა - …

სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში საჯარიმო სანქციები იზრდება

პროექტის მიხედვით სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მოქმედი ჯარიმების ოდენობები შემდეგი სახით იზრდება: ნებართვის გარეშე სამედიცინო საქმიანობაზე 10 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი იქნება. საექიმო საქმიანობა სახელმწიფო…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!