უკვე მე-7 წელია, საქართველოს ბაზარზე „მინისო“ გამოჩნდა. ამ დროის განმავლობაში, მინისოს მაღაზიათა ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყოველწლიურად ფართოვდებოდა, ახლა კი, ბრენდის მე-20 ფილიალი ქუთაისის აეროპორტში გაიხსნა.
აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტი „მინისოს“ მაღაზიის ამ ლოკაციაზე გახსნის პირველი პრეცედენტია. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი მსოფლიოში 100-ზე მეტ ქვეყანაში, 5 000-ზე მეტი მაღაზიითაა წარმოდგენილი, ქსელის არცერთი სხვა ფილიალი აეროპორტში არ მდებარეობს.
„მინისოს“ დახლები 10 კატეგორიის პროდუქციას და სხვადასხვა ქვეყნის წარმოების 10,000-ზე მეტი დასახელების ნივთს აერთიანებს. მათ შორისაა სამოგზაურო აქსესუარები, სეზონური ნივთები და საჩუქრები ყველა ასაკის თუ გემოვნების ადამიანისთვის. ამავდროულად, „მინისო“ გამოირჩევა საინტერესო კოლაბორაციებით ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Marvel, Disney, Toy Story, Sanrio, Hello Kitty და სხვ.