ფინანსებიდღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

ლარი სტაბილურობით გამოირჩევა – სავალუტო მიმოხილვა

0
გაზიარება

რუბლი წინა პერიოდი ტენდენციას იზიარებს. გასულ კვირას ლარი გამყარდა. მაისის პირველ სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.026 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.050-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.78%-იანი გამყარებაა, რაც მიმდინარე წლის მეჩვიდმეტე სავაჭრო კვირას 0.38%-ით იყო გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე კი ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით 2.00%-ითაა გამყარებული. აპრილის თვეში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 1.29%-ით იყო გამყარებული, რაც მარტში 4.29%-იანი გამყარებით გამოირჩეოდა. თუმცა, კვირის მანძილზე ყველაზე მეტით კვლავ რუსული რუბლი გამყარდა, რამაც 2020 წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. გასული კვირის ბოლო სავაჭრო დღეს ერთი დოლარი 67.955 რუბლი ღირდა. მიუხედავად იმისა, რომ რუბლი ბლუმბერგის პლატფორმაზე ივაჭრებდა რუსეთის ცენტრალური ბანკის და მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების შემდეგ გაცვლა თავისუფალი არ ყოფილა მაისის პირველ სავაჭრო კვირას რუსული რუბლი, დოლართან მიმართებით, 5.27%-ით გამყარდა. წინა კვირას აღნიშნული 6.49% იყო. ამდენად, წლის დასაწყისიდან დღემდე რუსული ვალუტა, დოლართან მიმართებით, 8.88%-ითაა გამყარებული. ეს კი, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის, ყველაზე მაღალი ნიშნულია.

რუბლი და ლარის შემდეგ, მცირედით, მაგრამ 0.03%-ით გამყარდა ევრო, ხოლო დანარჩენი ვალუტები გაუფასურდა. მაისის პირველ სავაჭრო კვირას ყველაზე მეტით, 5.69%-ით სომხური დრამია გაუფასურებული, რომელიც გასული კვირის მკვეთრი გაუფასურების მიუხედავად, წლის დასაწყისიდან დღემდე 1.57%-ითაა გამყარებული. ამის მიზეზი კი აპრილის თვეში სომხური დრამის 7.09%-იანი გამყარებაა. რუბლის შემდეგ მკვეთრი გაუფასურება კიდევ ერთ ევროპულ ვალუტას – ბრიტანულ სტერლინგს ახასიათებს. გასულ კვირას სტერლინგი, დოლართან მიმართებით 1.87%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას უფრო მეტი, 2.11% იყო. მიმდინარე წლის მეთვრამეტე სავაჭრო კვირას 0.66% და 0.66%-ებითაა გაუფასურებული მეზობელი და ნომერ პირველი საიმპორტო ქვეყნის – თურქეთის და იაპონიის ეროვნული ვალუტები.

მსგავსი სიახლეები

ინვესტიციების მოცულობა 61,5%-ით შემცირდა

2023 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 61.5 %-ით შემცირებულია. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების…

The Economist-მა 2023 წლის საუკეთესო წიგნების რეიტინგი გამოაქვეყნა

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური გამოცემა The Economist-ი 2023 წლის საუკეთესო წიგნების რეიტინგის აქვეყნებს, რომელიც რამდენიმე კატეგორიადაა დაყოფილი და წარდგენილი წიგნების განაწილება რამე კონკრეტულ კრიტერიუმზე არ არის…

საქართველოში ფერმერული მეურნეობების რეესტრი შეიქმნება

აგრარულ საკითხთა კომიტეტი საგაზაფხულო სესიაზე ახალი კანონპროექტის - „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ - ინიცირებას მოახდენს.  კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი…

ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში 132 ქვეყანას შორის საქართველო 65-ე ადგილს იკავებს

ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში, 132 ქვეყანას შორის საქართველო 65-ე ადგილს იკავებს “ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ” 2023 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სწრაფი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!