წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პარტნიორები

LASKARI

0
გაზიარება

LASKARI – საქართველოში შექმნილი ნატურალური სურნელოვანი სანთლები, ინტერიერის დეკორაციისაა და კომფორტისთვის

2023 წლის თებერვალში ნატალლია ელისაშვილმა LASKARI-ს პროექტზე მუშაობა დაიწყო, თავდაუზოგავი შრომისა და ინგრედიენტების მოსაძიებლად ძალიან დიდი სამუშაოს ჩატარების შედეგად, დღეს უკვე LASKARI საავტორო არომატებით არის წარმოდგენილი. ბრენდს გააჩნია თავისი ფილოსოფია – სხეულის, სულის, გონების ბალანსი, როგორც სიცოცხლის საფუძველი.

LASKARI-ს სანთლები:

  • უნდა იყოს აბსოლუტურად ეკოლოგიურად სუფთა – ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვისაც კი უვნებელი;
  • უნდა ჰქონდეს ელეგანტური მინიმალისტური დიზაინი, რომელიც მოუხდება ნებისმიერ ინტერიერს;
  • გამოიწვიოს სასიამოვნო ემოციები – ანთებული სანთელი და მისი სურნელი ხომ ამშვიდებს ადამიანს, აუმჯობესებს განწყობას, ბალანსში მოჰყავს აზრები და გრძნობები.

LASKARI-ს პირველი კლასიკური კოლექცია შედგება 12 არომატისგან: სანელებლები, ჰაეროვანი, ყვავილოვანი, ტკბილი და დამამშვიდებელი. ერთი არომატი – მუშკის, სანდალის ხის და თამბაქოს ნოტებით, შექმნილია სპეციალურად მამაკაცებისთვის.

LASKARI-ს ხელნაკეთი ნატურალური არომასანთლების წარმოებისთვის, მხოლოდ 100%-ით ნატურალური სოიოს ცვილი და მაღალი ხარისხის სურნელოვანი ზეთები გამოიყენება.

LASKARI აქტიურად არის დაკავებული ქველმოქმედებით – ბრენდის თითოეული პროდუქტის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის 10% მოხმარდება, საქართველოში უპატრონო ცხოველთა დახმარებას.

LASKARI-ის მისიაა, ჰარმონია და სითბო ყველა სახლში!

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

Instagram https://www.instagram.com/laskari.ge/

ტელ. +995 599 608 290

მსგავსი სიახლეები

HSE GEORGIA

HSE GEORGIA -  საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სხვადასხვა პროფილის კომპანიებისთვის ნერგავს შრომის უსაფრთხოების ეფექტურ სისტემას და გთავაზობთ ყველა შესაძლო სერვისი, რომელიც ნებისმიერი მასშტაბის ბიზნესს სჭირდება უსაფრთხო…

Royal Events

Royal Events - ივენთების ორგანიზება 2014 წელს ბავშვობის ოცნების ახდენის სურვილისა და საფრანგეთში, ვერსალის სასახლის ეზო ინსპირაციით ეთო ჯავახიშვილის მიერ შეიქმნა ყველასაგან გამორჩეული და ორიგინალური, ივენთების დეკორატიული…

KONICA MINOLTA

კონიკა მინოლტა: ინოვაცია ბიზნეს გადაწყვეტილებების მომავლისთვის კომპანია Konica Minolta უკვე 150 წლისაა. ტექნოლოგიებისა და ბიზნეს გადაწყვეტილებების მუდმივად განვითარებად ლანდშაფტში, Konica Minolta დამკვიდრდა, როგორც გლობალური…

სკოლა ეისი

კერძო სკოლა „ეისი“ - გვჯეროდეს წარმატების! 2015 წელს ქ. გორში კერძო სკოლა „ეისი“ შეიქმნა, რომელიც თავდაპირველად 28 მოსწავლისა და 36 მასწავლებლისგან შედგებოდა. თითოეული მოსწავლის მიმართ ინდივიდუალური მიდგომით, სწავლების…

ANDRE AUDIT GROUP

,,ანდრე აუდიტი“ 2014 წლიდან საქმიანობს და ის ერთ-ერთი წარმატებული აუდიტორული კომპანიაა საქართველოში. კომპანიის მმართველი პარტნიორია ბატონი ზაზა მჭედლიშვილი, რომელიც ასევე თანამშრომლობს კომპანიასთან როგორც ექსპერტი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!