ბიზნესიდღის სიახლეებიეკონომიკაფინანსები

ლიბერთისა და ლაბორატორია „მეგალაბის“ ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ერთობლივი პროგრამა დაიწყო

0
გაზიარება

ლიბერთი ბანკსა და მულტიპროფილურ ლაბორატორია ‘მეგალაბს’ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმად, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ლაბორატორიულ კვლევებზე 25%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.

„დღეიდან, ლიბერთისთან ერთად ვიწყებთ მასშტაბურ პროგრამას, რომელიც ლაბორატორია მეგალაბის სერვისებზე, ხელმისაწვდომი პირობებით სარგებლობას ითვალისწინებს. სოციალური ბარათის მფლობელებს განსაკუთრებული პირობებით სარგებლობა შეეძლებათ მეგალაბის ნებისმიერ ფილიალში, ასევე მეგალაბ დრაივისა და ბინაზე უფასო გამოძახების სერვისით სარგებლობისას. მეგალაბი პირველი სამედიცინო ლაბორატორიაა ამიერკავკასიაში, რომელმაც JCI აკრედიტაცია მიიღო. ჩვენი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში,რომ იგი აერთიანებს ლაბორატორიული სერვისის ყველა მიმართულებას – კლინიკური და პათლოგანატომიური მიმართულებების კუთხით” – ნინო ღულათავა, მეგალაბის სამედიცინო დირექტორი

„უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვა და ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ლიბერთის სტრატეგიის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ მათ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს და პროდუქტებს.

უკვე რამდენიმე წელია, წარმატებით ვთანამშრომლობთ წამყვან სააფთიაქო ქსელებთან, ასევე მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებებთან და კლინიკებთან. მოხარული ვართ, რომ დავიწყეთ თანამშრომლობა მეგალაბთან, რომელიც რეგიონში ყველაზე დიდი მულტიპროფილური ლაბორატორიაა და მათი სერვისებით ლიბერთის მომხმარებელი განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებს“, – გიორგი ქოროღლიშვილი, ლიბერთის ციფრული ბანკინგისა და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი.

მეგალაბი კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი მულტიპროფილური ლაბორატორიაა. რომელიც აერთიანებს კლინიკურ და პათოლოგიურ დეპარტამენტებს. ლაბორატორია შექმნილია JCI (Joint Commission International) სტანდარტის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის უმაღლეს ორგანოს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ,,მეგალაბის” შექმნაში მონაწილეობა მიიღეს უცხოელმა პარტნიორებმა, რომლებიც მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ ხარისხის განვითარების და შენარჩუნების პროცესში მონაწილეობას. 2019 წლის იანვრიდან ლაბორატორიასთან უკვე თანამშრომლობს 100-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება, მათ შორის, წამყვანი ჰოსპიტლები. დღეს მეგალაბი ემსახურება დღეში 3000-ზე მეტ პაციენტს.

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით – 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

მსგავსი სიახლეები

საქართველოდან აზოტოვანი სასუქების ექსპორტი შემცირდა

2022 წლის დასაწყისისა და ასევე სრული წლის განმავლობაში აზოტოვანი სასუქების ექსპორტი რეკორდულად იყო გაზრდილი. შესაბამისად, გასულ წელს საქართველოდან ჯამში ექსპორტზე 281 მლნ 420 ათასი დოლარის ღირებულების 462 215 ტონა აზოტოვანი…

2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული თანხა 65%-ით გაიზარდა

2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში შეტანილი თანხა 65%-ით გაიზარდა და ჯამში 739 მლნ. ლარი შეადგინა - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის შესახებ საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით,…

ბიტკოინის ფასი თითქმის 2%-ით დაეცა და ამჟამად 27,600 დოლარს შეადგენს

ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 2.2%-ით შემცირდა, თუმცა ის მაინც აჭარბებს $1.16-ტრილიონიან მაჩვენებელს.მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 534 მილიარდი დოლარის ფარგლებშია. დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება რიგით მეორე უმსხვილეს…

საქართველოში მოქმედი ხუთი ბანკი საიმედო ბანკების რეიტინგის ტოპ 20-ულში მოხვდა

Forbes-მა ხუთი ქართული ბანკი საიმედო ბანკების რეიტინგში შეიყვანა, სიაში მოხვდნენ ProCredit Bank, Halyk Bank Georgia, TBC Bank, Bank of Georgia („საქართველოს ბანკი“) და Liberty Bank. ბანკების რანჟირება საერთაშორისო სარეიტინგო…

23 მარტის ვალუტის კურსი

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.5750 ლარად ივაჭრება. ეროვნული ბანკის მიერ 22 მარტის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.5754 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!