ბანკებიRSS კატეგორიარეგიონებისხვაქართული წარმოება

“Made in Georgia” – საქართველოს ბანკის ახალი პროექტი

0
გაზიარება

“საქართველოს ბანკი” ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ახალ მასშტაბურ კამპანიას იწყებს. 

კამპანიაში ჩართული ბიზნესები შეძლებენ ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებებითა და უკეთესი პირობებით მათთვის საჭირო სერვისებზე, როგორიცაა: შეღავათიანი საკომისიო პოსტერმინალით გადახდებსა და Extra.ge-ზე, API სერვისების ინტეგრაცია, პროდუქციის ფოტოსესია და სხვა. აღნიშნული შეთავაზებების ფარგლებში, საქართველოს ბანკის მიზანია, მხარი დაუჭიროს ქართულ ბიზნესს, ხელი შეუწყოს მათ განვითარებას და საქართველოში შექმნილი პროდუქციის პოპულარიზაციას.

აღსანიშნავია, რომ “Made in Georgia”-ს ფარგლებში შეიქმნა მთავარი იდეის მატარებელი სტიკერების სპეციალური ნაკრები. კომპანიები შეძლებენ, აღნიშნულ ბმულზე გადმოწერონ და აირჩიონ სასურველი სტიკერი, რომელიც მიანიშნებს, რომ პროდუქტი დამზადებულია საქართველოში: https://bit.ly/3wvubo3 . „Made in Georgia“-ს ყველა შეთავაზების ნახვაც აღნიშნულ ბმულზეა შესაძლებელი.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ქართული ბიზნესის მხარდაჭერა. ამიტომ, მუდმივად ვქმნით პროდუქტებს თუ სერვისებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ ზრდასა და განვითარებას. ჩვენ გვჯერა ქართული ბიზნესის წარმატების. ახალი კამპანიით – „Made in Georgia“, მიზნად ვისახავთ გავზარდოთ ცნობადობა ქართული კომპანიებისა და მათი პროდუქციის მიმართ; წვლილი შევიტანოთ მათ განვითარებაში; მივცეთ მოტივაცია დამწყებ ბიზნესებს და დავაჯეროთ, რომ საქართველოში დამზადებული კომპანიებისა და პროდუქტებისთვის წარმატების მიღწევა შესაძლებელია როგორც ქვეყნის ფარგლებში, ასევე მის გარეთ“ , – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

მსგავსი სიახლეები

საქართველოს მოქალაქეობის მიღების ვადა შესაძლოა შემცირდეს

კანონპროექტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირი, სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეობას ჩვეულებრივი წესით მოიპოვებს საქართველოში 5 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრების შემდეგ, ნაცვლად 10 წლისა.…

სექტემბრიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა რთულდება

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, მგზავრობის დაწყებამდე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმება სავალდებულო 1-ელი სექტემბრიდან იქნება.  შესაბამისი ცვლილება შინაგან საქმეთა მინისტრის…

NCDC-ის რეკომენდაციები ძლიერ სიცხესთან გასამკლავებლად

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ცხელი დღეების გასამკლავებლად მოსახლეობისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს. მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია:  დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება,…

LETO Boutique Hotel Zugdidi • ბუტიკ სასტუმრო ლეთო ზუგდიდი ” წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა

სასიამოვნო სიახლე Tourist card Georgia - ისა და SuccessCard.ge -ს  მომხმარებლებისთვის, LETO Boutique Hotel Zugdidi • ბუტიკ სასტუმრო ლეთო ზუგდიდი წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა, შესაბამისად…

3 აგვისტოს ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6185 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0030 ლარით გამყარდა. ევრო - 2.8749 ლარი აშშ დოლარი -…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!