RSS კატეგორია

„მაკდონალდს საქართველომ“ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს მრავალფეროვანი ღონისძიებები მოუწყო 

0
გაზიარება

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ყოველწლიური ტრადიციული საქველმოქმედო კამპანია McHappy Day-ს ფარგლებში „მაკდონალდს საქართველო“ ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარ, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს მათი საყვარელი ჰეფი მილებით და ორინჯ ბოულის ნატურალური წვენით გაუმასპინძლდა.

ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარმა ბავშვებმა „მაკდონალდს საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ სხვა სახალისო აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის სახის მოხატვაში, ბუშტებით თამაშში და სხვა.

კომპანია „მაკდონალდს საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღანელ ალექსანდრე შენგელიას თქმით, McHappy Day-ს წლევანდელი საქველმოქმედო კამპანიის მთავარი გზავნილია „გაუფერადე ცხოვრება ბავშებს“ და დღევანდელი დღის აქტივობებიც ამ პრინციპს ეფუძნება.

„ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ვულოცავ ყველა ბავშვს და ვუსურვებ მათ ფერად, მშვიდობიან გარემოში ცხოვრებას. „მაკდონალდს საქართველოსთვის“ მომხმარებელზე, პირველ რიგში კი ბავშვებზე ზრუნვა მთავარი მიზანია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი საქველმოქმედო კამპანია, რომლის ფარგლებშიც დღეს ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარებს გავუმასპინძლდით. McHappy Day-ს კამპანია გრძელდება და ჩვენი მომხმარებლების ჩართულობით შეგროვილი თანხით, რომელსაც კომპანიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხაც დაემატება, აღვჭურავთ ორგანიზაციის სამ ფილიალს, ბავშვებისთვის შევიძენთ ინვენტარს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ არსებულ ყოფას და გაუფერადებს ცხოვრებას“, – აღნიშნა ალექსანდრე შენგელიამ.

ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერის, გუჩი თავხელიძის თქმით, „მაკდონალდს საქართველომ“ დღეს ორგანიზაციის ბენეფიციარ ბავშვებს განსაკუთრებულად ფერადი და დაუვიწყარი დღე აჩუქა.

„ძალიან გვიხარია, რომ „მაკდონალდს საქართველომ“ წლევანდელი საქველმოქმედო კამპანიის ბენეფიციარად ჩვენი ორგანიზაცია შეარჩია. კომპანიის ხელშეწყობით შესაძლებლობა გვექნება განვაახლოთ ყველა საჭირო ინვენტარი და სათმაშოები, რაც დაეხმარება ბავშვებს განვითარებაში, ახალი უნარების ათვისებაში. ყოველდღიურად უამრავი მასალა გვესაჭიროება და McHappy Day-ს კამპანიის შედეგად გაწეული ქველმოქმედება ძალიან დაგვეხმარება, რომ შევძლოთ ხარისხიანი მომსახურების მიწოდება ბავშვებისთვის“, – განაცხადა გუჩი თავხელიძემ.

McHappy Day -ს საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარი ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები, რომლებიც აიკინძა გასაფერადებლის სახით, ასევე ფერადი ფანქრები, ბავშვების მიერ შესრულებული ნახატების მიხედვით დამზადებული პოსტერები და სტიკერები. სპეციალურად ამ კამპანიისთვის შექმნილი აღნიშნული პრომოაქსესუარები „მაკდონალდსის“ ყველა რესტორანში იყიდება. გარდა ამისა, მომხმარებელს პრომო აქსესუარების შეძენა დელივერი სერვისითაც შეეძლება. ნებისმიერი ამ ნივთის შეძენისას მომხმარებელი ავტომატურად ერთვება საქველმოქმედო კამპანიაში, რადგან ნივთების გაყიდვიდან შემოსული თანხა ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარი ბავშვების განათლებას და პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება.

კამპანიის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია აპლიკაციიდან ლოიალურობის პროგრამის საშუალებით 1000 ქულის სანაცვლოდ მოახდინოს 1 ლარის ოდენობის დონაცია მაკ ჰეფი დეის ფონდში.

წლევანდელი კამპანიის ოფიციალური პარტნიორია კომპანია Mastercard, რომლის კონტრიბუციის შედეგად აქსესუარების გაყიდვით შემოსული თანხა ორმაგდება.

McHappy Day-ის საქველმოქმედო კამპანიიდან შემოსული თანხით „მაკდონალდს საქართველო“ უზრუნველყოფს დიღომში, ისანსა და რუსთავში მდებარე „პირველი ნაბიჯის“ სამი ფილიალის მოწყობასა და აღჭურვას ყველა საჭირო შესაბამისი ინვენტარით.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ McHappy Day-ის კამპანიის ფარგლებში აღიჭურვება რუსთავის ფილიალი, რის შედეგადაც ბავშვები სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას რუსთავში უფასოდ შეძლებენ.

„პირველი ნაბიჯი“ ამ ეტაპზე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე 900-ზე მეტ ბავშვს ემსახურება ყოველთვიურად. ჯამურად ორგანიზაციაში 10-მდე პროგრამა ხორციელდება. კონსულტაციის და თერაპიის ცენტრი ადრეული ასაკის ბავშვებს და მათ მშობლებს, ხოლო დღის ცენტრის და ბინაზე მოვლის პროგრამები 45 მძიმე ინტელექტუალური და ქცევითი დარღვევების მქონე 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს ემსახურება.

McHappy Day-ის საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში გასული წლების განმავლობაში მაკდონალდსმა ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავში, თბილისსა თუ კოჯორში დახმარება გაუწია მრავალ ორგანიზაციას.

წლევანდელი კამპანია, რომლის მთავარი გზავნილია – გაუფერადე ცხოვრება ბავშვებს, ჰეშთეგით #McHappyDays იმართება და 30 ივნისს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

12 მარტის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6573 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0003 ლარით გამყარდა ევრო - 2.9068 ლარი აშშ დოლარი -…

მოიპოვე გერმანული უნივერსიტეტის დიპლომი საქართველოში – შტაინბაისის სამაგისტრო პროგრამა ალტერბრიჯში

პროგრამის აღწერა: ალტერბრიჯში იწყება მიღება საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე: “The Master of Arts In General Management”. პროგრამის უმთავრესი მიზანია, სტუდენტებმა (ამ შემთხვევაში თქვენ მიერ შერჩეულმა თანამშრომლებმა)…

4 მარტის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6596 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0003 ლარით გამყარდა. ევრო - 2.8745 ლარი აშშ დოლარი -…

150 ათასზე მეტ პენსიონერს, ვისაც 2023 წლამდე აქვთ აღებული სესხი, პროცენტი შეუმცირდებათ

პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციითა და ამ პროცესში ეროვნული ბანკის ინტენსიური ჩართულობით, „ლიბერთი ბანკმა" ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - 150 ათასზე მეტ პენსიონერს, ვისაც 2023 წლამდე აქვთ აღებული სესხი,…

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, კომპანია – ტეგ ლიფტი

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!