მომდევნო რამდენიმე თვეში რესტორნები ეტაპობრივად გაიხსნება კიევსა და დასავლეთ უკრაინის იმ რაიონებში, რომლებიც შესაბამისად უსაფრთოდ მიიჩნევა.
კონფლიქტის დაწყებამდე „მაკდონალდსს“ უკრაინაში 100-ზე მეტი რესტორანი ჰქონდა.
მას შემდეგ, რაც ომის გამო მისი რესტორნები ქვეყანაში დაიხურა, კომპანია 10 000-ზე მეტი თანამშრომლისთვის ხელფასების გადახდას ამ დრომდე განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ამ დროისთვის KFC, Nike, Zara და სხვა დასავლური ბრენდების მაღაზიები აქტიურად მუშაობს.
ცნობისთვის, მარტში McDonald’s-მა საქმიანობა რუსეთში შეაჩერა, ხოლო მაისში თავისი რუსული რესტორნების უმეტესი ნაწილი ადგილობრივ ლიცენზიატს მიყიდა.