დღის სიახლეებიაჭარავაჭრობის სფერომომსახურების სფერორეგიონებისაინტერესო სიახლეები

“მეამა ქოლექთი ზღვაზე” Architizer A+Awards-ის გამარჯვებულია

0
გაზიარება

გასულ ზაფხულს ბათუმის სანაპიროზე გამორჩეული ფორმის ორი ობიექტი გამოჩნდა, რომელიც თითოეული გამვლელის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა. ცოტა ხანში ცნობილი გახდა, რომ ეს მრგვალი, თეთრი ობიექტები არის მეამა ქოლექთი ზღვაზე, რომელიც მალევე იქცა დაუვიწყარი საზაფხულო თავგადასავლების არომატულ წერტილად.

ამ სეზონზე კი მეამა ქოლექთი ზღვაზე საერთაშორისო კონკურსის The Architizer A+Awards-ის გამარჯვებულია. სეზონურმა ობიექტებმა, რომელიც ბათუმის ზღვის სანაპიროზე, ორ ლოკაციაზეა განთავსებული, Pop Up და დროებითი ნაგებობების ნომინაციაში გამარჯვებული გახდა, როგორც ჟიურის, ასევე საჯაროდ სოც.ქსელების მომხმარებლების მიერ ხმის მიცემის შედეგად. არქიტექტურა და დიზაინი არქიტექტორ გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის, რომელიც მეამას ორიგინალურ ნაგებობებს ბრენდის დაარსების დღიდან ქმნის.

მრგვალი ფორმის კონსტრუქციას, რომელიც 100კვ/

მ ფართობზეა განთავსებული, განსაკუთრებულ ვიზუალს ფარდებით შექმნილი სახურავი მატებს. მეამა ქოლექთის სანაპიროს ობიექტი დასამახსოვრებელი ვიზუალით გამოირჩევა, როგორც დღის, ასევე ღამის განმავლობაში. მისი თბილი განათება ბუნებრივად ერწყმის ზღვის სანაპიროს და საბოლოოდ ერთგვარ ეიფორიულ განწყობას ქმნის. მეამა ქოლექთი ზღვაზე სტუმრებს სასიამოვნო ატმოსფეროსთან ერთად, რა თქმა უნდა ყავისა და ჩაის არომატული კოქტეილებითაც მასპინძლობს და მთელი სეზონის განმავლობაში ქმნის განსაკუთრებულ საზაფხულო ემოციებსა და არომატებს.

საერთაშორისო კონკურსში გამარჯვება მნიშვნელოვანია, როგორც მეამა ქოლექთისთვის, ასევე მეამასთვის, რომლის სათავო ოფისმა სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის ნომინაციებში უკვე მოიპოვა მნიშვნელოვანი წარმატებები.

მეამა ქოლექთი ზღვაზე ბათუმში ივლისის დასაწყისში გაიხსნება და მომხმარებელს ბევრ საინტერესო სიახლეს შესთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

მსოფლიოში მილიარდერთა რიცხვი 7%-ით გაიზარდა 2 542-ს მიაღწია

შვეიცარული ბანკის, UBS-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მსოფლიოში მილიარდერთა რიცხვი 7%-ით გაიზარდა 2 542-ს მიაღწია. ფინანსური ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, 2022 წელს მილიარდერების რაოდენობა 2 376 იყო,…

საქართველოში 210 კერძო და 2 086 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით საქართველოში 210 კერძო და 2 086 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 2 296 ზოგადსაგანმანათლებლო…

სახელმწიფო ძვირად ღირებულ, ინოვაციურ წამლებს პირდაპირ მწარმოებლისგან შეიძენს

სახელმწიფო ძვირად ღირებულ, ინოვაციურ მედიკამენტებს მწარმოებლისგან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით იყიდის. . კანონპროექტი პარლამენტს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და…

ნებართვის გარეშე ქიმიური ნივთიერებების იმპორტი და ტრანზიტი აიკრძალება

„ქიმიური ნივთიერებებისა და მინარევების შესახებ“ კანონპროექტზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს, რომლის მიღებაც ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის ნაწილია. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს,…

1 დეკემბრის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7086 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0043 ლარით გამყარდა. ევრო - 2.9583 ლარი აშშ დოლარი -…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!