წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პარტნიორები

MEKO STUDIO

0
გაზიარება

,,Meko studio”  მრავალი წელია ფუნქციონირებს და ხელს უწყობს ნიჭიერი ბავშვების და მოზარდების ინტეგრირებულ განვითარებას და  სწავლებას ხელოვნების ისეთი საგნებისა როგორიცაა ვოკალი,  ხატვა, ქართული და თანამედროვე ცეკვები, ფოლკლორი,  Baby ბალეტი, სასცენო ხელოვნება-მეტყველება.

განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ საგნებს, როდესაც ბავშვის ან მოზარდის თანდაყოლილი ბუნებრივი უნარები, მიდრეკილებები მთლიანად არ გამომჟღავნებულა და მათ გახსნა, წარმართვა სჭირდება. შეძენილი ცოდნა და ჩვევები მათ საკუთარი თავის ძიებასა და თვითდამკვიდრების პროცესს უადვილებს. ამ ყველეფრის სწორად წარმართვაში მნიშვნელოვანია ის გამოცდილი და პროფესიონალური პედაგოგების გუნდი , რომლებიც ასწავლიან ,,Meko Studio“-ში. თვითოეულ საგანზე დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ცალკე გამოყოფილ გვერდებზე.

აქ გავამახვილებთ ყურადღებას ,,Meko Studio”-ს ძირითად მიმართულებაზე, ვოკალზე. ვოკალის მეცადინეობები ტარდება , როგორც ჯგუფურად ასევე ინდივიდუალურ რეჟიმში და მოიცავს ყველა ასაკობრივ კატეგორიას; პატარებში 4 წლიდან 12 წლამდე და მოზარდებში 13 წლიდან ზევით.  ფუნქციონირებს სასწავლო და საკონცერტო ჯგუფები. სტუდიის მოსწავლეები ჩართულები არიან ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტში და გადაცემაში, რომელიც ტარდება საქართველოში: ,,VOICE”; ,,X factor” ; ,,საქართველოს ვარსკვლევი”; ,,ნიჭიერი” ; საბავშვო ,,ახალი ხმა” და ა. შ.

ასევე აღსანიშნავია საზღვარგარეთ ჩატარებული კონკურსები და ფესტივალები, სადაც აღზრდილი მოსწავლეები წარმატებით გამოდიან და იკავებენ საპრიზო ადგილებს. მათ შორის აღსანიშნავია: ,,Славянский базар” -ვიტებსკი;  ,,Cuaricino Doro”-იტალია. ,, Zecino Doro”- იტალია; ,,,Opus” -ბარსელონა, საბავშვო ევროვიზია.

,,Meko Studio”-ს წარმატებით აქვს განხორციელებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი მუსიკალური პროექტები. გადაღებული აქვს მაღალი ხარისხის მუსიკალური კლიპები ცნობილ მომღერლებთან და მსახიობებთან ერთად.

ბოლო წლებში აქტიურად ჩაერთო კინოინდუსტრიაშიც ,,Mentesh Production”-თან ერთად გადაიღო რეიტინგული საბავშვო ფილმები : ,,ცელქი ბავშვები-2″ ,  და  ,,აუტანელი არდადაგები”.

მესამე ფილმი, რომელიც გადაიღო ,,Meko Studio”-მ მისი ბავშვების მონაწილეობით, გახლავთ მუსიკლაური ფილმი ,,სად არის პინოქიო?” რეჟისორი- გვანცა მეფარიშვილი. მუსიკის ავტორი- ზაზა მარჯანიშვილი.

,,Meko Studio”  წლის მანძილზე ატარებს ორ გრანდიოზულ კონცერტს. (ახალ წელს და სასწავლო წლის ბოლოს)

 

,,Meko Studio” გთავაზობთ შემდეგ პაკეტს:

  • ძირითადი პაკეტი:  ვოკალი, თანამედროვე ცეკვა, ხატვა.                                                                                                                              (მეცადინეობები ტარდება კვირაში 2 -ჯერ  ორშაბთი-ოთხშაბათი ან სამშაბათი-ხუთშაბათი) საღამოს საათები
  • შაბათი-კვირის პაკეტი: Baby ბალეტი, სიმღერა, ხატვა.  (მეცადინეობები ტარდება შაბათ-კვირას ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით) იგივე პაკეტით შეგიძლიათ ისარგებლოთ ასევე ორშაბათი-ოთხშაბათი დილის საათები.
  • ქართული ცეკვა (კვირაში 3 -ჯერ) პარასკევი,  შაბათი,  კვირა.  (საღამოს საათები)
  • ფოლკლორი  –  კვირაში 2-ჯერ    ხუთშაბათი-შაბათი (საღამოს საათები)
  • სასცენო ხელოვნება-მეტყველება -კვირაში 2 – ჯერ  ოთხშაბათი-პარასკევი – (დილის და საღამოს ჯგუფები )
  • იტალიური ენა -კვირაში  2-ჯერ (ოთხშაბათი-პარასკევი)  საღამოს საათები

12 წლიდან ზევით მოზარდებში ვოკალის მეცადინეობები ტარდება ინდივიდუალურ რეჟიმში, დღეების და საათების შეთანხმებით.

მსგავსი სიახლეები

KONICA MINOLTA

კონიკა მინოლტა: ინოვაცია ბიზნეს გადაწყვეტილებების მომავლისთვის კომპანია Konica Minolta უკვე 150 წლისაა. ტექნოლოგიებისა და ბიზნეს გადაწყვეტილებების მუდმივად განვითარებად ლანდშაფტში, Konica Minolta დამკვიდრდა, როგორც გლობალური…

სკოლა ეისი

კერძო სკოლა „ეისი“ - გვჯეროდეს წარმატების! 2015 წელს ქ. გორში კერძო სკოლა „ეისი“ შეიქმნა, რომელიც თავდაპირველად 28 მოსწავლისა და 36 მასწავლებლისგან შედგებოდა. თითოეული მოსწავლის მიმართ ინდივიდუალური მიდგომით, სწავლების…

ANDRE AUDIT GROUP

,,ანდრე აუდიტი“ 2014 წლიდან საქმიანობს და ის ერთ-ერთი წარმატებული აუდიტორული კომპანიაა საქართველოში. კომპანიის მმართველი პარტნიორია ბატონი ზაზა მჭედლიშვილი, რომელიც ასევე თანამშრომლობს კომპანიასთან როგორც ექსპერტი…

Eriniebi • ერინიები

ციფრული მარკეტინგული სააგენტო, რომელიც სრულად შეისწავლის ბრენდს, ეხმარება მას განვითარებაში, ბაზარზე პოზიციონირებაში და გაყიდვების ზრდაში ერინიების გუნდის წარმატების ფორმულა სიყვარულია, ყველა ბრენდი ვისთანაც ვთანამშრომლობთ,…

Language Centre (LC)

Language Centre (LC) 14 წლის წინ შეიქმნა და თავდაპირველად მხოლოდ უცხო ენები ისწავლებოდა: ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული, იტალიური, ესპანური, თურქული და არაბული. ინგლისური ენა იყო და არის მთავარი ღერძი ცენტრისთვის,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!