სასტუმროებიRSS კატეგორიამშენებლობარეგიონებისამეგრელო-ზემო სვანეთიტურიზმი, დასვენება და გართობა

მესტიაში ახალი სასტუმრო “ფალიანი” გაიხსნა 

0
გაზიარება

სვანეთში, მესტიაში ავთანდილ ხერგიანის 13 ნომერში ახალი ბუტიკური ტიპის სასტუმრო „ფალიანი“ გაიხსნა, რომელიც 18 ორადგილიან, სამადგილიან, საოჯახო ნომრებს, ასევე 14 კაცზე გათვლილ ჰოსტელს, ღია და დახურულ რესტორანსა და ბარს აერთიანებს.

„ფალიანის“ დამფუძნებელი ეკა გველესიანი bm.ge-სთან ამბობს, რომ სასტუმროსთვის განხორციელებულმა ინვესტიციამ $1 მლნ-ს გადააჭარბა, საიდანაც ნაწილი კრედიტია. ის 15 ადგილობრივს ასაქმებს. გველესიანის თქმითვე, „ფალიანის“ სერვისი ყველა სეგმენტის დამსვენებელზეა გათვლილი.

“წელს უკვე პირველი სტუმრის მიღება შევძელი. ახლა სეზონის გააქტიურებას ველოდებით, ივნისიდან უკვე ბევრი ჯავშანი იქნება. ჩვენი სასტუმრო ძირითადად ორიენტირებულია სვანეთის დასათვალიერებლად და დასასვენებლად ჩამოსულ ვიზიტორებზე. მათ აქ კომფორტულ ნომრებს, ბარს და რესტორანს შევთავაზებთ, სადაც აქცენტი სვანური და ევროპული სამზარეულოს მიქსზე კეთდება.

უკვე 15 ადგილობრივი დავასაქმეთ; თავიდან ვაპირებდი სასტუმროს მართვა კომპანიისთვის გადამებარებინა, თუმცა, ვფიქრობ, სტუმარს სვანურ გარემოს ადგილობრივზე უკეთესად ვერავინ შეუქმნის“, – ამბობს ის.

რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, სასტუმროში ორადგილიანი ნომრის ფასები 180 ლარიდან 220 ლარამდე მერყეობს. სამადგილიან ნომრებს კი 40 ლარი ემატება. ჰოსტელში განთავსება 70 ლარი ღირს. აღსანიშნავია, რომ ნომრის ღირებულება საუზმესაც მოიც

მსგავსი სიახლეები

სიახლე – „შატო ატენის“კოტეჯები სტუმრების მისაღებად მზადაა!

გორიდან 15 წუთის სავალზე აღმოაჩენთ ისეთ გარემოს, როგორიც ნამდვილ ხარისხიან ღვინოსა და ჭაჭას ეკადრება - მრავალფეროვანი მარანი, ლამაზი ეზო, უგემრიელესი კერძები და ახლა უკვე კოტეჯები, რომელიც სტუმრების მისაღებად მზადაა. ამ…

ComCom-ის ციფრული მხარდაჭერის პროგრამას ქობულეთში 300-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს

კომუნიკაციების კომისიამ ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ქობულეთის სოფელ გვარადან, წყავროკადან და ქაქუთიდან, 100-ზე მეტი ადგილობრივი ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაში გადაამზადა. პროგრამა…

რუსთავის მერია ქალაქისთვის 5 მლნ ლარის ლიფტებს შეიძენს

„დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩვენს ქალაქში არის ლიფტები. ეს არის ერთ-ერთი მთავარი, რაზეც ძალისხმევა უნდა მივმართოთ.წელს მოძველებული ლიფტების ჩანაცვლების პროექტისთვის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარია გათვალისწინებული“,- აცხადებს…

ევროპაში გაზის ფასი 450 დოლარამდე დაეცა

ევროპის საფონდო ბირჯებზე გაზის ფასი ათას კუბურ მეტრზე 450 დოლარამდე დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2021 წლის ივლისის შემდეგ. დღის განმავლობაში კი ბუნებრივი აირის ფასმა ჯამში 6% იკლო. აპრილის ფიუჩერსების ღირებულება კი…

ბაკურიანი, წლის მთავარ სპორტულ მოვლენას მასპინძელობს

ბაკურიანი, წლის მთავარი სპორტული მოვლენის მასპინძელი, დიდი მხიარულებისა და გართობის ადგილად იქცა მსოფლიო ჩემპიონატის ასპარეზობის მონაწილეების, დამსწრეებისა და კურორტის სტუმრებისთვის სოფელი და სამეწარმეო ბაზარი მოეწყო.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!