ბიზნესიდღის სიახლეებიტექნოლოგიებიუცხოური ბიზნეს სიახლეები

META-ს უახლესი VR-სათვალე ოქტომბერში გამოვა

0
გაზიარება

Meta-ს უახლესი VR-სათვალე, რომელზეც კომპანიაში უკვე წლებია მუშაობენ, დღის შუქს პირველად ოქტომბერს იხილავს. როგორც ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმა ჯო როგანის პოდკასტში სტუმრობისას თქვა, VR-სათვალე პირველად Meta-ს ყოველწლიურ ღონისძიებაზე – Connect-ზე გამოჩნდება.

მიუხედავად იმისა, რომ ცუკერბერგს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ VR-სათვალეს გულისხმობდა, არსებობს ლეგიტიმური საფუძველი ფიქრისა, რომ საუბარია მოწყობილობაზე კოდური სახელწოდებით Project Cambria, რომლის შესახებაც ცუკერბერგმა ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში დააანონსა.

„იმ მოწყობილობას, რომელიც სექტემბერში გამოჩნდება, ძალიან დიდი შესაძლებლობები ექნება“, – განაცხადა ცუკერბერგმა ვირტუალურ რეალობაზე საუბრისას.

როგორც ჩანს, Meta-ს უახლესი VR-სათვალე ტექნოლოგიურად საკმაოდ დახვეწილი იქნება, რაზეც თვალისა და სახის ტრეკინგ-ფუნქციები მიუთითებს, რომელთა დახმარებით ადამიანები ერთმანეთის თვალებში ყურებას შეძლებენ. ამასთანავე, სავარაუდოდ Project Cambria-ს VR-სათვალეს ადამიანების ემოციების აღბეჭდვა და მათი ვირტუალურ ავატარებზე გადატანა შეეძლება.შეიძლება ითქვას, რომ ვიცით Project Cambria-ს რეალური სახელიც, რომელიც Bloomberg-ის ინფორმაციით Meta Quest Pro იქნება, რაც სრულ თანხვედრაშია კომპანიის მიერ მანამდე გამოშვებულ მოწყობილობებთან.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Cambria, Oculus-ის დღეს არსებულ ნებისმიერ მოწყობილობაზე გაცილებით უფრო ძვირად ღირებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!