ეკონომიკა

მოცვის ფასი განახევრდა

0
გაზიარება

თვის დასაწყისთან შედარებით  მოცვის ფასი განახევრდა. 24 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში 1 კგ. მოცვის ღირებულება წინა კვირასთან შედარებით, 4-5 დოლარამდე დაეცა, EastFruit-ის ცნობით, ივნისის დასაწყისში ადგილზე ფერმერებს თითო კილოგრამ მოცვში 7-დან 8 დოლარამდე უხდიდნენ.

ადგილობრივი ექსპორტიორების განცხადებით, ამის მიზეზი ქართული მოცვის მთავარ ბაზარზე, რუსეთში ფასების ვარდნაა, რაც საქართველოდან და სხვა ექსპორტიორი ქვეყნებიდან მიწოდების გაზრდამ გამოიწვია. ამასთან, მიმდინარე კვირაში მოცვის გაიაფებას მასობრივი კრეფვის დაწყების გამოც მოელოდნენ.

EastFruit-ის მონაცემებით, უამინდობის მიუხედავად,  საქართველოში მოცვის მოსავლის სეზონი აქტიურ ფაზაშია.

ფერმერები ეჭვობენ, რომ მყიდველები ფასის ხელოვნურად დაწევას ცდილობენ, რადგან ფასის  ვარდნა ძალიან  მოკლე დროში მოხდა. 1 კგ. მოცვის ფასი 8-დან 4 დოლარამდე მხოლოდ ერთ დღეში დაეცა, რაც ფერმერებს აფიქრებინებს, რომ ეს სპეკულაციაა. რაკი მოცვი მეტად მალფუჭებადი კენკრაა, ბევრი მცირე ფერმერი, ვისაც მაცივარი არ აქვს, მოსავალს იაფად ყიდის.

კომპანია AgriTouch-ში განაცხადეს, რომ ფასების კლება მიწოდების ზრდამ გამოიწვია. კომპანია მოცვის ექსპორტს, ძირითადად, სპარსეთის ყურის ქვეყნებში ეწევა, თუმცა ფასების მიმდინარე კლებას რუსულ ბაზარზე საქართველოდან, ბელარუსიდან და სერბეთიდან მოცვის ჭარბ მიწოდებას უკავშირებს.

2021 წლის ივნისსა და ივლისში რუსეთმა ყველაზე მეტი, 850 ტონა მოცვი საქართველოდან, 551 ტონა სერბეთიდან, ხოლო 426 ტონა მოცვი ბელარუსიდან შეიტანა.

უამინდობის გამო წელს  მოცვის სეზონი საქართველოში დაგვიანებით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება

საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება,მატულობს როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტიც. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში 2 ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 85,430 მლნ დოლარი შეადგინა, წინა…

თბილისში წელს სასტუმროების დატვირთულობა ნაკლებია

ქვეყანაში გაზრდილი ვიზიტორთა ნაკადების მიუხედავად, მიმდინარე თვეში, სხვა წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით სასტუმრო სექტორის დატვირთულობა ნაკლებია და შემოსულების დიდი ნაწილი ტრანზიტული მიზნით არიან,  1-2 დღეში გადიან -…

ბაზისბანკი პირველ ადგილზეა ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით

ბაზისბანკის ბიზნეს პორტფელი 2022 წლის 8 თვის შედეგებით 1.17 მილიარდ ლარს აჭარბებს. ზრდამ 284 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 32%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ბაზისბანკი ქართულ ბანკებს შორის პირველ ადგილს იკავებს იურიდიული…

ეროვნული ბანკი 2022 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს აქვეყნებს

უწების ცნობით, დოკუმენტი აანალიზებს ფინანსურ სისტემაში არსებულ მოწყვლადობას და რისკებს და ძირითად აქცენტს საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე, ფინანსური სექტორის სტრუქტურულ მახასიათებლებსა და საქართველოს ეკონომიკის იმ ასპექტებზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!