საზოგადოებაRSS კატეგორიავაჭრობის სფეროსხვა

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონი ძალაში შევიდა

0
გაზიარება

დღეიდან, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი ძალაში შევიდა, თუმცა კანონის აღსრულების ნაწილში კონკურენციის სააგენტო 1 ნოემბრიდან ჩაერთვება. კერძოდ, ფიზიკური პირის განაცხადის განხილვას სააგენტო ნოემბრიდან დაიწყებს.

„დღეიდან, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში შესაბამისი დეპარტამენტის ფორმირება იწყება. საქმის შესწავლის წესისა და პროცედურის თაობაზე კანონქვემდებარე აქტი შემუშავდება. ასევე, საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობისა და დანერგვის მიზნით, თანამშრომელთა გადამზადებაც იგეგმება. უკვე სექტემბრიდან კი, კანონით განსაზღვრული ძირითადი უფლებების და სხვადასხვა საოპერაციო საკითხების განსახილველად, ბიზნეს სექტორთან და მომხმარებელთან აქტიური შეხვედრები დაიწყება“, – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ.

კანონი მომხმარებელსა და საქონლის მიმწოდებელს შორის ურთიერთობას არეგულირებს.

მაგალითად, მყიდველს შესაძლებლობა ექნება, ონლაინ შეძენილი ნივთები 2 კვირის ვადაში ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე უკან დააბრუნოს. მოვაჭრე ვალდებულია, სრულად დაუბრუნოს მომხმარებელს გადახდილი თანხა გარდა მიწოდების ხარჯებისა. რეგულაციამ მომხმარებელი შეცდომაში შემყვანი რეკლამისგანაც უნდა დაიცვას, ამიტომ ბიზნესსუბიექტებს ევალებათ, მყიდველს ამა თუ იმ პროდუქტსა და მის ფასზე ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ.

ბიზნესსუბიექტი ასევე ვალდებული იქნება, პროდუქტზე მიუთითოს მის შესახებ ინფორმაცია: დასახელება, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, აქვს თუ არა ნივთს გარანტია, მითითებული ფასი მხოლოდ პროდუქტისაა თუ მასში მოიაზრება მონტაჟი ან გადაზიდვა და ა.შ.

კანონის თანახმადვე, მოვაჭრე ვალდებულია, მომხმარებელს მიაწოდოს საქონელი დაყოვნების გარეშე, მაგრამ ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

თუ კომპანიამ დადგენილ ვადაში არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, მომხმარებელმა მოვაჭრეს უნდა განუსაზღვროს გონივრული დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად. დამატებითი ვადის გასვლის შემდეგ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ვაჭრობისას თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი მის მფლობელობაში აღმოაჩინა, მაშინ ამ ნაკლის შესახებ მტკიცების ტვირთი ან დადასტურებას მას ეკისრება. კანონით ამისთვის 6 თვეა განსაზღვრული. 

დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ბიზნესსუბიექტებს ჯერ გააფრთხილებენ, შემდეგი ნაბიჯი კი ჯარიმაა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კომპანიის წინა ფინანსური წლის ბრუნვის 2%-ს. თუ დაჯარიმებული მოვაჭრის დაფუძნების თარიღიდან გამომდინარე, წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის დაანგარიშება შეუძლებელია, ამ შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა კომპანიის დაფუძნებიდან მის დაჯარიმებამდე გასული პერიოდის მიხედვით გამოანგარიშებული ბრუნვიდან განისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იყოს დარღვევის სიმძიმე. 

ამ კანონით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს ამის შემდეგ სააგენტო შეისწავლის მომხმარებლის ამ კანონით დადგენილი უფლების შესაძლო დარღვევის ფაქტს. საქმის შესწავლის მიზნით, სააგენტო განმცხადებლისგან ან/და მოვაჭრისგან გამოითხოვს ინფორმაციას (მათ შორის, კონფიდენციალურ ინფორმაციას). თუ კომპანიამ შესაბამისი ინფორმაცია არ გადასცა სააგენტოს, მას შეუძლია სასამართლოს მიმართოს.

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

Business Summit 2024-ის შეჯამება, ახალი პროექტი ბიზნესებისთვის და საინტერესო რჩევები სტარტაპერებს – ინტერვიუ SGBA-ს პრეზიდენტთან, მაია ტატულაშვილთან

წლის მთავარი ბიზნეს მოვლენის SGBA-Business Summit 2024-ის შესახებ, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტმა Maia Tatulashvili-მა დეტალირად ისაუბრა თუ რას ეძღვნებოდა სამიტი, რატომ იყო საინტერესო და გამორჩეული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!