დღის სიახლეებისიახლეები

მსოფლიო ბრინჯის კრიზისის წინაშეა

0
გაზიარება

The Economist-ის ინფორმაციით მსოფლიო ბრინჯის კრიზისში შედის,რადგან გლობალური მოთხოვნა მკვეთრად იზრდება, მოსავლიანობა სტაგნაციაშია, წარმოებისთვის საჭირო მიწა, წყალი და მუშახელი სულ უფრო მწირი ხდება, კლიმატის ცვლილება და ტემპერატურის მატება კი ნათესების გაფუჭებას იწვევს. თუმცა ბრინჯი გლობალური დათბობის ერთ-ერთი მიზეზი დავათადაცაა.

მწვანე რევოლუციის სახელით ცნობილი მესამე სასოფლო-სამეურნეო რევოლუცია, რომელიც 1980-იან წლებში დაიწყო და ახალი აგროტექნოლოგიების, მანქანა-იარაღების, მოწყობილობების, სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების დანერგვის გზით ხორციელდებოდა, ადამიანური გონების ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა იყო.

ინდოეთში, მექსიკასა და ფილიპინებში უფრო მაღალმოსავლიანი ხორბლის და, განსაკუთრებით, ბრინჯის ჯიშების ხელშეწყობა ჩინეთს დაეხმარა შიმშილობისგან თავი დაეღწია, ინდოეთს კი საფრთხის არიდების საშუალება მისცა. 1965 წლიდან 1995 წლამდე, მიუხედავად მოსახლეობის ზრდისა, აზიაში ბრინჯის მოსავალი გაორმაგდა და სიღარიბე თითქმის განახევრდა.

აზიის ბრინჯის უზარმაზარი ბაზარი სწორედ ამ ტრიუმფის მემკვიდრეობაა. სახამებლიანი მარცვლეული, ამჟამად, მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტის საკვების მთავარი წყაროა. აზიელები აწარმოებენ ბრინჯის 90%-ზე მეტს და მისგან იღებენ კალორიების მეოთხედზე მეტს. მოსავალზე მოთხოვნა კი სულ უფრო იმატებს აზიისა და აფრიკის მოსახლეობის ზრდის ფონზე. აფრიკა ბრინჯის კიდევ ერთი მსხვილი მომხმარებელია. ერთ-ერთი შეფასებით, 2050 წლისთვის მსოფლიოს თითქმის მესამედით მეტი ბრინჯის წარმოება დასჭირდება, ვიდრე დღეს, თუმცა ამის მიღწევა მეტად რთული ამოცანა ხდება.

მოთხოვნის ზრდის მიუხედავად, ბრინჯის წარმოება მკვეთრად იკლებს. გასული ათწლეულის განმავლობაში წელიწადში მოსავლიანობა 1%-ზე ნაკლებით იზრდებოდა, რაც წინა ათწლეულზე ბევრად ნაკლებია. ყველაზე დიდი შენელება დაფიქსირდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სადაც ინდონეზია და ფილიპინები 400 მილიონიანი მოსახლეობით, უკვე დიდი იმპორტიორები არიან. ამას ბევრი ახსნა აქვს. ურბანიზაციამ და ინდუსტრიალიზაციამ მუშახელი და სასოფლო-სამეურნეო მიწები მწირი გახადა. პესტიციდების, სასუქების და ირიგაციის გადაჭარბებულმა გამოყენებამ კი მოწამლა ნიადაგი და მიწისქვეშა წყლები. მაგრამ ყველაზე დიდი მიზეზს, შესაძლოა, გლობალური დათბობა წარმოადგენდეს.

ბრინჯი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ექსტრემალური კლიმატური პირობების მიმართ და ხშირად იზრდება ისეთ ადგილებში, სადაც ამ პრობლემის ეფექტები აშკარაა. შარშან ბრინჯის უმსხვილეს ექსპორტიორ ინდოეთში მუსონურმა წვიმებმა და გვალვამ მოსავლის შემცირება და ექსპორტის აკრძალვა გამოიწვია. დამანგრეველმა წყალდიდობამ პაკისტანში, რომელიც მეოთხე უდიდესი ექსპორტიორია, გაანადგურა ბრინჯის მოსავლის 15%.

ახლა კი ვითარება კიდევ უფრო უარესდება. ბრინჯის ინდუსტრია არა მხოლოდ კლიმატის ცვლილების მსხვერპლია, არამედ მისი გამომწვევიც. ის სათბურის გაზების უფრო დიდი წყაროა, ვიდრე ნებისმიერი საკვები, გარდა საქონლის ხორცისა. ბრინჯი მოჰყავთ დატბორილ მინდვრებში, რაც ქმნის იდეალურ პირობებს ბაქტერიებისთვის, რათა განვითარდეს ორგანული ნივთიერებების (ძირითადად, ბრინჯის ჩალის ნარჩენების) დაშლა და მეთანის გამოყოფა. ბრინჯის მცენარე ცუდად შეიწოვს აზოტოვან სასუქებს, რომლებსაც ხშირად ფერმერები ჭარბად იყენებენ, ეს კი აზოტის ოქსიდის გამოყოფას იწვევს.

ბრინჯის გადაჭარბებული მოხმარება ცუდია როგორც ადამიანებისთვის, ისე კლიმატისთვის. თეთრი ბრინჯი უფრო მეტად ასუქებს, ვიდრე პური ან სიმინდი და არც განსაკუთრებით ნოყიერია. სამხრეთ აზიაში ბრინჯით მდიდარი დიეტები დიაბეტის მაღალ მაჩვენებლებთან და არასრულფასოვან კვებასთანაა დაკავშირებული.

ბრინჯის ინდუსტრიაში კრიზისზე მეტყველებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ბოლო ანგარიშიც, რომლის მიხედვითახ, ზედიზედ 11 თვეა საკვები პროდუქტების საერთაშორისო ფასების საორიენტაციო ინდექსი მცირდება. 1-წლიან შუალედში, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სიმინდის ფასები 13%-ით შემცირდა, ხორბლის კი 34%-ით. თუმცა ბრინჯის ფასი იზრდება და პროდუქტი წლიურად 17%-ითაა გაძვირებული.

ცნობისთვის, მსოფლიომ ბრინჯის კრიზისი 2008 წლის იანვარ-მაისის შუალედში უკვე გამოსცადა, როდესაც პროდუქტის ფასები დრამატულად, 300%-ით გაიზარდა და მხოლოდ დეკემბერში დასტაბილურდა. მაშინაც ფასის ზრდის გამომწვევი მიზეზი ექსპორტის შეზღუდვები და ნავთობის ფასების ზრდა იყო.

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!