დღის სიახლეებისიახლეები

მსოფლიოს 4 უდიდესი ატომური ელექტროსადგური

0
გაზიარება

1996 წლის პიკიდან მოყოლებული, როდესაც ელექტროენერგიის გამომუშავებაში წილი 17.5%-ს შეადგენდა, ბირთვული ენერგიის გამომუშავებამ დაღმასვლა დაიწყო და 2021 წლისთვის გლობალურ გენერაციაში წილი 9.8%-მდე ჩამოვიდა.

World Nuclear Report-ის მონაცემებით, 2023 წლის აპრილისთვის მსოფლიოში კვლავ ფუნქციონირებს 409 რეაქტორი, რაც 2011 წელთან შედარებით 28-ით ნაკლებია.

მსოფლიო ბირთვული ინდუსტრიის სტატუსის 2022 წლის ანგარიშის თანახმად, ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი, 92 რეაქტორი აშშ-ში ფუნქციონირებს. შემდეგ მოდიან საფრანგეთი (56), ჩინეთი (55), რუსეთი (37) და სამხრეთ კორეა (24).

ატომური ელექტროსადგურების უპირატესობა ისაა, რომ ქარისა და მზის სადგურებისგან განსხვავებით, რომლებიც დიდწილად ამინდზე არიან დამოკიდებულები, მათი საშუალებით ენერგიის უწყვეტი გამომუშავებაა შესაძლებელი.

ბირთვული ენერგიის გამომუშავებით არ გამოიყოფა დიდი ოდენობით ნახშირბადი, რომელიც კლიმატის ცვლილებაზეა პასუხისმგებელი, პრობლემაა რადიოაქტიური ნარჩენების დაშლა. ეს პროცესი რთული და ხანგრძლივია. ატომური რეაქტორების მშენებლობა ძვირადღირებული სიამოვნებაა და უსაფრთხოების ზომების განსაკუთრებულ დაცვას საჭიროების, რის გამოც მსოფლიოში უფრო იაფ ქარისა და მზის სადგურების მშენებლობას ამჯობინებენ.

კაშივაზაკი-კარივას ატომური ელექტროსადგური

ნიიგატას პრეფექტურაში, ტოკიოს ჩრდილო-დასავლეთით 220 კილომეტრში და იაპონიის ზღვის ნაპირზე მდებარე კაშივაზაკი-კარივას სადგური არის მსოფლიოში უდიდესი ატომური ელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე, დაახლოებით, 7,965 მეგავატია.

სადგური შვიდი რეაქტორისგან შედგება, პირველი ხუთიდან თითოეულის სიმძლავრეა 1,067 მეგავატი, დანარჩენი ორი რეაქტორის კი 1,315 მეგავატი. მისმა პირველმა ბლოკმა ოპერირება 1985 წლის სექტემბერში დაიწყო, ბოლო ბლოკმა კი 1997 წლის ივლისში. კაშივაზაკი-კარივას ატომური ელექტროსადგური ეკუთვნის და ოპერირებას უწევს Tokyo Electric Power Company (TEPCO).

კორის ატომური ელექტროსადგური

KEPCO-ს შვილობილი კომპანიის, Korea Hydro & Nuclear Power-ის საკუთრებაში მყოფი კორის ატომური ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 7,489 მეგავატია.

ის მდებარეობს კორიში, ბუსანის გარეუბანში, სამხრეთ კორეის სოფელში და მისმა პირველმა რეაქტორმა კომერციული ფუნქციონირება 1978 წელს დაიწყო.

სადგურში სულ რვა რეაქტორია განთავსებული, რომელთაგან ამჟამად შვიდი ფუნქციონირებს. სიმძლავრით ყველაზე მცირე რეაქტორი 640 მეგავატიანი, ყველაზე ძლიერი კი 1418 მეგავატიანი.

ბრიუსის ატომური სადგური

ბრიუსის ოლქში (ონტარიო, კანადა) მდებარე ბრიუს ბირთვული სადგური სიდიდით მესამე ატომური ელექტროსადგურია მსოფლიოში.

ატომური ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 6,550 მეგავატია. იგი შედგება რვა რეაქტორისგან, თითოეული მათგანის სიმძლავრე კი 817 მეგავატიდან 825 მეგავატამდე მერყეობს. სადგური ეკუთვნის Ontario Power Generation-ს (OPG).

აღსანიშნია, რომ წლების განმავლობაში ბრიუსის ატომური სადგური სიმძლავრით მეორე იყო, სანამ კორის ბირთვული სადგურის ერთი დამატებითი რეაქტორი არ ამუშავდა

ჰანულის ატომური ელექტროსადგური

5,881 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე ჰანულის სადგური მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ატომური ელექტროსადგურია.

ის მდებარეობს სამხრეთ კორეაში, გიონსანბუკ-დოს პროვინციაში და მოიცავს 6 რეაქტორს, რომელთაგან პირველი ამოქმედდა 1988 წელს.

სადგურის მშენებლობის პირველი ფაზა 2005 წელს დასრულდა. მეორე ფაზა გულისხმობს ორი ახალი რეაქტორის დამატებას, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე 1,340 მეგავატია.

 

 

მსგავსი სიახლეები

პროდუქტები, რომლებიც მაისში ყველაზე მეტად გაძვირდა

2023 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.5 პროცენტი შეადგინა, მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 10 საკვები პროდუქტი, რომელიც 2023…

ევროკავშირში თურქული თხილის ალტერნატიულ მიმწოდებლად საქართველოს ანიჭებენ უპირატესობას

აგროპორტალ EastFruit-ის შეფასებით, თურქეთს, რომელიც მსოფლიოში თხილის წამყვანი მწარმოებელია, სერიოზული პრობლემები შეექმნა, რადგან ევროკავშირის ბევრი მყიდველი უკვე ალტერნატიულ მიმწოდებლებს, მათ შორის საქართველოს ანიჭებს…

უძრავი ქონების ქირაზე ფასი შემცირდა

უძრავი ქონების ქირაზე ფასის შემცირების ფონზე, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების გაცემისას, რომელიც ქირის შემოსავლის საფუძველზე გაიცემა, ეროვნული ბანკი რისკებს ხედავს. სებ-ი კომერციულ ბანკებს რეკომენდაციას აძლევს…

მაისში ბუნებრივი აირი 42.5%-ით გაიაფდა

2023 წლის მაისში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 42.5%-ით შემცირდა. GALT & TAGGART-ის თანახმად, 2022 წელს ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია რუსეთის მიწოდების შემცირებისა და პანდემიის შემდგომი ეკონომიკის გაჯანსაღების გამო.…

2 ივნისის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით დღეისათვის 2,6396 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი 0,0424 ლარით გაუფასურდა. ევრო : 2, 8287 ლარი აშშ…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!