დღის სიახლეებისიახლეები

მსოფლიოს 7 ყველაზე ძვირად ღირებული ბოსტნეული

0
გაზიარება
  1. ისპანახი იამასიტა

მას ერთადერთი მწარმოებლი, ასაფუმი იამასიტა ჰყავს, რომელიც ცნობილია როგორც “იაპონური ბოსტნეულის სპიკერი”. Food Republic-ის ინფორმაციით, მისი ერთადერთი კლიენტები ცნობილი რესტორატორები და მიშლენის ვარსკვლავიანი მზარეულები არიან. 1 კილოგრამი იამასიტას ღირებულება დაახლოებით 32 დოლარია.

 

 

  1. სვიას გირჩი

მისი სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა. იმისათვის, რომ საშუალო მოცულობის სვია მიიღოთ, საკმაოდ დიდი რაოდენობით ბუჩქი უნდა დარგოთ. ამასთან, საკმაოდ რთულია მათი მოკრეფა. ფასიც შესაბამისი აქვს – ერთი კილოგრამი 975 დოლარი ღირს.

სვიას ჭამა ნედლადაც შეიძლება, თუმცა ამ შემთხვევაში ის მხოლოდ მწარეს მოყვარულ ადამიანებს მოეწონებათ. სხვა შემთხვევაში მას ზეთთან და ნიორთან ერთად თუშავენ.

 

 

  1. ვარდისფერი სალათის ფოთოლი

La Rosa del Veneto radicchio, ცნობილი როგორც ვარდისფერი სალათის ფოთოლი ან ვარდკაჭაჭა, არის პრემიუმ ფოთლოვანი ბოსტნეული. თავდაპირველად ის მოდიოდა ვენეციაში, ახლა კი მისი ნახვა აშშ-შიც შესაძლებელია.

მცენარეს “აიძულებენ” მოვარდისფრო გახდეს: რაღაც დრომდე მას ზრდიან, შემოდგომაზე მოსავალს იღებენ და შემდეგ გადარგავენ და პროდუქტი ზრდას სიბნელეში ასრულებს.

New York Post-ის ცნობით, Campo Rosso-ს ფერმაში ვარდისფერ სალათის ყიდვა 24 დოლარად შეგიძლიათ, რაც დაახლოებით ხუთჯერ მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი სალათის ფოთოლი.

  1. ესპანური ბარდა

ზოგიერთი ადამიანი მას “მწვანე ხიზილალას” უწოდებს. ესპანეთში მისი სეზონია გაზაფხული. რაც შეფ-მზარეულებისა და ადგილობრივი მოვაჭრეებისთვის მათ ცხელ პროდუქტად აქცევს. ბარდას კერძებში ქონდარით ამზადებენ, მაგრამ არ გაგიკვირდეთ, ის ნაყინთან ერთად რომ მოგართვან.

The New York Times-ის ცნობით, 1 კგ ესპანური ბარდა შესაძლოა, 244-დან 860 დოლარამდეც ღირდეს.

 

  1. ვასაბი

იმის გამო, რომ ვასაბი ძალიან შრომატევადია, მისი 1 კგ-ის ღირებულება შესაძლოა, 400 დოლარამდეც აღწევდეს. ეს იაპონური ბოსტნეული ითვლება ერთ-ერთ ყველაზე რთულად მოსავლელად.

დაავადებულ კულტურას კარგად შერჩეული საკვები ნივთიერებები და ტენიანობის იდეალური ბალანსი სჭირდება.

 

 

 

  1. კარტოფილი Le Bonnotte

შესაძლოა, ის მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კარტოფილია – ერთი კილოგრამის ღირებულება 1220 დოლარს შეადგენს.

გამორჩეულად გემრიელი და არომატული კარტოფილი საფრანგეთის სანაპიროსთან ახლოს, კუნძულ Noirmoutier-ზე მოდის, სადაც ფერმერები მას ხელით კრეფენ.

ადგილობრივი წყალმცენარეები და ოკეანის მარილიანი წყალი მას გამორჩეულ გემოს აძლევს. პროდუქტს მოკლე სეზონი აქვს და მოსავალი, როგორც წესი, 100 ტონას არ აღემატება.

 

 

  1. სოკო მაცუტანკე

თუკი სპაგეტის გემო სოკოთი ან ვეგეტარიანული ბურგერი გიყვართ, ეს პროდუქტი დაგაინტერესებთ. მაცუტანკე – იაპონური ველური სოკოა, ხორცისა და დარიჩინის არომატით. ის იზრდება მხოლოდ წითელი ფიჭვის ველურ საუკუნოვან წიწვოვანებში – ე.წ. წითელ ტყეში, რომლის ტერიტორია მცირდება. ახლა იაპონელები წელიწადში არაუმეტეს ათასი ტონა მაცუტაკეს იღებენ. Los Angeles Times-ის ცნობით, თითოეული მათგანი დაახლოებით 80 დოლარი ღირს, მაგრამ თუ ხმელის შეძენას გადაწყვეტთ, ცოტა იაფადაც შეიძლება გადააწყდეთ.

მსგავსი სიახლეები

საწვავის ფასი სხვადასხვა ქვეყნებში

მსოფლიოს მასშტაბით საწვავის ფასები განსხვავებულია. ნავთობითა და ენერგორესურსებით მდიდარ სახელმწიფოებში ბენზინის, დიზელისა თუ სხვა სახის ნავთობპროდუქტების ფასები გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე იქ, სადაც ეკონომიკა თითქმის…

თხილის ექსპორტი გაიზარდა

საქართველომ 2023 წლის იანვარ-აპრილში 30.6 მლნ აშშ დოლარის 6 283 ტონა თხილი გაყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 27.5 მლნ აშშ დოლარის 5 588 ტონა თხილი. ტოპ-10 ქვეყნის ჩამონათვალi, სადაც საქართველომ 2023 წელს ყველაზე დიდი…

სტარტაპებისთვის საუკეთესო ქვეყნების ტოპ 5-ეული

Global Startup Ecosystem Index-ის ყოველწლიურ რეიტინგში სტარტაპებისთვის საუკეთესო ქვეყნები გამოვლინდა, ესენია: აშშ დიდი ბრიტანეთი ისრაელი კანადა შვედეთი ხუთეულში შემავალი ქალაქების რეიტინგში აშშ-ის ოთხი ქალაქი მოხვდა - …

სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში საჯარიმო სანქციები იზრდება

პროექტის მიხედვით სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მოქმედი ჯარიმების ოდენობები შემდეგი სახით იზრდება: ნებართვის გარეშე სამედიცინო საქმიანობაზე 10 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი იქნება. საექიმო საქმიანობა სახელმწიფო…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!