დღის სიახლეებისიახლეები

მსოფლიო ბაზარზე საწვავი ძვირდება

0
გაზიარება

მსოფლიო ბაზარარზე ნავთობი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იზრდება. ამ პერიოდში Brent-ს ტიპის საწვავი 82 დოლარიდან 85 დოლარამდე გაძვირდა, ამერიკულ ნედლ ნავთობზე (WTI) ფასებმა ბარელზე 77-დან 82 დოლარამდე მოიმატა.

ნავთობიმპორტიორი კომპანია „სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე აღნიშნავს, რომ მიმდინარე თვის საკმარისი საიმპორტო ნავთობის შეძენისთვის კონტრაქტი უკვე დადებულია, შესაბამისად, ამ პერიოდში საქართველოში ნავთობზე ფასების ზრდა არ არის მოსალოდნელი.

„საერთაშორისო ბაზარზე სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლება. ბოლო ერთ თვეში ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე შესამჩნევი იყო ფასის კლება. ამის გარდა, ჩვენ ქართულ კომპანიებს გაუჩნდა რუსეთიდან შემოტანის შესაძლებლობა. რუსეთმა აღადგინეს ბენზინის მოწოდება. ეს იყო ორი დადებითი ტენდენცია, რამაც იმოქმედა ფასებზე და ფასების კლება განხორციელდა ამ პერიოდში. თუმცა ამავე დროს დაემთხვა ლარის კურსის გაუფასურება, რამაც გავლენა იქონია ფასების ჩამოყალიბებაზე. ბოლო ერთი კვირის მანძილზე საერთაშორისო ბაზარზე ფასების მატება შეინიშნება.

მოლოდინი ასეთია: ვინაიდან ივნისის მოცულობები, პრაქტიკულად, დაკონტრაქტებულია და იქ უკვე განსაზღვრულია ფასები, ახლა ეს ფასის მატება საერთაშორისო ბაზარზე მოკლე მომავალში გაძვირების კუთხით არ იქონიებს გავლენას. ასევე ლარის კურსის ცვლილება გამყარებისკენ შეინიშნებოდა გუშინ, საკმაოდ კარგი ტენდენცია დაიწყო და თუ გაგრძელდა, მაშინ ფასების ცვლილება უახლოეს მომავალში ზრდის კუთხით არ უნდა იყოს მოსალოდნელი“, – განაცხადა ზაალ იაკობიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი სიახლეები

2024 წლის I-II კვარტალში საქართველოში 3,021,067 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა

2024 წლის I-II კვარტალში საქართველოში 3,021,067 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +5.6%-ია- ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს მათივე ცნობით, იანვარი-ივნისის…

ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა შესაძლებელი გახდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ირლანდიის ტრანსპორტის სამინისტროსა და ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს მართვის მოწმობების გადაცვლის შესახებ. ინფორმაციას შსს…

განმეორებითი ცნობებისა და მოწმობების აღება ფასიანია

იმისთვის, რომ მოქალაქეებმა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობები განმეორებით მიიღონ, აუცილებელია წარადგინონ, წერილობითი განცხადება და განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოწმობის თუ ცნობის განმეორებით…

ჩინეთში ქართული სანელებლების ექსპორტი 563%-ით გაიზარდა

ჩინეთი ქართული სანელებლების მთავარი ექსპორტიორია. 2024 წლის იანვარ-მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინეთში ქართული სანელებლების ექსპორტი 563%-ით გაიზარდა და 15.777 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა წინა წლის…

ელვის პრესლის ორიგინალი ფეხსაცმელი აუქციონზე 150 000 დოლარად გაიყიდა

ელვის პრესლის ლურჯი ფეხსაცმელი Henry Aldridge and Son -ის აუქციონზე 120,000 ფუნტ სტერლინგად (დაახლოებით 152,000 აშშ დოლარი) გაიყიდა. 1956 წელს, როდესაც ჩარტებში მოხვდა, მომღერლის სადებიუტო ალბომიდან ერთ-ერთი სიმღერა -…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!