დღის სიახლეებისიახლეები

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკა კლებას განაგრძობს

0
გაზიარება

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის- Global Economic Prospects მიხედვით, გასულ 2023 წელს და მომდევნო 2024-2025 წლებშიც საქართველოს მშპ-ის ზრდის შენელებას პროგნოზირებს.

გასული წლის შედეგებით, მსოფლიო ბანკი ქვეყნის მშპ-ის 6,5%-იან ზრდას პროგნოზირებს, რაც ზედიზედ მესამე წლიური კლებაა: 2021 წელს ეკონომიკური ზრდა 10,5%-ს, 2022 წელს კი 10,4%-ს შეადგენდა. ასევე, ბანკის პროგნოზით, მშპ-ის ზრდა მიმდინარე და მომავალ წელსაც შენელდება. კერძოდ, 2024 წელს საქართველოს მშპ მხოლოდ 4,8%-ით, ხოლო 2025 წელს 4,5%-ით გაიზრდება.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ მონაცემებით საქართველო სამხრეთ კავკასიისა და რეგიონის ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა და გასული წლის საპროგნოზო მაჩვენებლით მას მხოლოდ სომხეთი უსწრებს. კერძოდ, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2023 წლის შედეგებით სომხეთის მშპ-ის ზრდა (2022 წლის 12,6%-ის შემდეგ) 7,1%-ს, 2024 წელს 4,7%-ს, ხოლო 2025 წელს 4,5%-ს შეადგენს.

სხვა ქვეყენების მშპ-ის ზრდის დინამიკა ასეთია:

  • აზერბაიჯანი – 2022 წელს 4,6%, 2023 წელს 1,5%, 2024 წელს 2,4%, 2025 წელს 2,5%
  • თურქეთი – 2022 წელს 5,5%, 2023 წელს 4,2%, 2024 წელს 3,1%, 2025 წელს 3,9%
  • რუსეთი – 2022 წელს მინუს 2,1%, 2023 წელს 2,6%, 2024 წელს 1,3%, 2025 წელს 0,9%
  • უკრაინა – 2022 წელს მინუს 29,1%, 2023 წელს 4,8%, 2024 წელს 3,2%, 2025 წელს 6,5%

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკი 2024-2025 წლებში ეკონომიკური ზრდის სტაბილურ შენარჩუნებას 3.3%-ის დონეზე პროგნოზირებს. ამასთან, ბანკი რეგიონის ქვეყნებში რუსეთიდან ფულადი გზავნილების შედინების შემდგომ განტვირთვას მოელის, ხოლო რეექსპორტი და ტურიზმი ეკონომიკური აქტივობის მხარდაჭერას გააგრძელებენ. თუმცა გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა შემცირდება სასაქონლო დამოკიდებულების, სატრასპორტო კავშირისა და ლოგისტიკის სისუსტის, ასევე, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შესაძლო გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, გლობალური ეკონომიკური ზრდა 2023 წლის შედეგებით 2.6%-ით არის მოსალოდნელი, რაც წინა შეფასებასთან შედარებით 2.1%-ით გაუმჯობესდა. თუმცა 2024 წელს მსოფლიო ეკონომიკური ზრდა 2,4%-მდე შენელდება, 2025 წელს კი დაბალი ინფლაციისა და მონეტარული პოლიტიკის შერბილების ფონზე 2,7%-მდე ოდნავ აღდგება. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2020-დან 2024 წლამდე დაფიქსირებული გლობალური ეკონომიკური ზრდა ათწლეულის ყველაზე სუსტი დასაწყისია ბოლო 30 წლის განმავლობაში.

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!