დღის სიახლეებისიახლეები

მსყიდველობით უნარის რეიტინგში საქართველო 76-ე ადგილზეა

0
გაზიარება

სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის ინფორმაციით, რომელიც მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით არის შედგენილი, 2022 წელს საქართველოში მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით მშპ ერთ სულ მოსახლეზე 17 034 დოლარს შეადგენდა.

ამავე სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რეიტინგში 86-ე ადგილზეა აზერბაიჯანი – 15 044 დოლარი, 79-ზე – სომხეთი – 16 041 დოლარი, 56-ზე – რუსეთი – 27 584 დოლარი, 50-ზე – თურქეთი – 32 997 დოლარი.

10 ქვეყანა, სადაც ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მოცულობა მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით, ყველაზე მაღალია:

  • ლუქსემბურგი – 115 542 დოლარი
  • ირლანდია – 113 871 დოლარი
  • სინგაპური – 108 036 დოლარი
  • კატარი – 97 096 დოლარი
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები – 74 299 დოლარი
  • შვეიცარია – 70 999 დოლარი
  • ნორვეგია – 67 462 დოლარი
  • აშშ – 64 703 დოლარი
  • დანია – 59 704 დოლარი
  • ბრუნეი – 58 669 დოლარი

მსყიდველობითი უნარის პარიტეტი (Purchasing Power Parity (PPP)) არის სხვადასხვა ვალუტების მსყიდველობითი უნარის გათანაბრების მეთოდოლოგია. კერძოდ, რადგან ერთი და იგივე მოცულობის ფულს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული მსყიდველობითი უნარი აქვს და ფასები უფრო მაღალი მდიდარ ქვეყნებშია, ღარიბ ქვეყნებში ფულს მეტი მსყიდველობითი უნარი აქვს.

მსყიდველობითი უნარის პარიტეტს ძირითადად მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი თვლიან. ამის მიზანი კი, ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის ერთმანეთთან შედარებაა.

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!