2023 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა (მშპ) მიმდინარე ფასებში 21,248 მლრდ ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მშპ-ს ზრდამ 5.7% შეადგინა-სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2023 წლის მესამე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8.1%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (13.3%), მშენებლობა (8.5 %), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (13.7%), განათლება (13.6%), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (17.6%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (4.3%).
კლება აღინიშნა დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-7.5 %), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-1.0 %).