დღის სიახლეებისიახლეები

NanoLand – წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა

0
გაზიარება

სასიამოვნო სიახლე SuccessCard.ge -ს მომხმარებლებისთვის, NanoLand – წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა

დუშეთის სიყვარულისა და განსხვავებული სივრცის შექმნის სურვილით „NanoLand“ შეიქმნა, რომელიც გლემპინგსა და კოტეჯს აერთიანებს. ეს არის მყუდრო, რომანტიკული და კომფორტული გარემო ულამაზეს დუშეთში, ბაზალეთის ტბასთან ახლოს, საოცარი ხედებით და დამსვენებლისთვის შექმნილი ყველა პირობით.

„ნანოლენდის“ დამფუძნებელი, დუშეთში დაბადებული და გაზრდილი ნანიკო კელიხაშვილია, რომლის  უდიდესი სურვილია, რომ დუშეთის სილამაზე ბევრმა ადამიანმა იხილოს და დატკბეს მისი ხედებით.

“ჩემი ინსპირაციის წყარო აჭარაში და რაჭაში ნანახი გლემპინგ კოტეჯები იყო, დავინახე თუ არა იმ წამსვე გავიფიქრე – დუშეთს როგორ მოუხდებოდა-თქო. დუშეთი მართლაც გამორჩეულია ლამაზი ხედებით, სუფთა ჰაერით და ძალიან მომინდა ეს სილამაზე უფრო მეტ ტურისტს თუ ადგილობრივს ენახა და უკეთ გაეცნო დუშეთი. ასე გაჩნდა გლემპინგი ჩემს წარმოსახვაში, რამდენიმე ხანში კი ოჯახის დახმარებით ოცნება ავიხდინე და დუშეთში პირველი გლემპინგ კოტეჯი დავდგი, რომელსაც „ნანოლენდი“ დავარქვი.

NanoLand  ჩემთვის ყველაფერია, მასში დიდი შრომა ჩავდე და საკუთარი შვილივით მიყვარს. ეს არის კომფორტული დასვენება კარავში. გლემპინგის სერვისით ძირითადად წყვილები სარგებლობდნენ, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე საჭირო გახდა მეგობრული თავშეყრებისთვის ისეთი კოტეჯის შეთავაზება, რომელშიც რამდენიმე ადამიანის განთავსება იქნებოდა შესაძლებელი, შესაბამისად დავამატეთ 4-5-ადამიანზე გათვლილი, ყველა კომფორტით უზრუნველყოფილი კოტეჯი. გლემპინგსა და კოტეჯს იზოლირებული ეზოები აქვთ, რაც მათ სიმყუდროვეს განაპირობებს

სამომავლოდ გაფართოებასთან დაკავშირებით დიდი გეგმები მაქვს… მიმდინარე წელს, კიდევ ერთი ახალი კოტეჯის დამატება იგეგმება, რომელიც განსხვავებული დიზაინის იქნება. მინდა ეს ტერიტორია დამსვენებლებისთვის განსაკუთრებულ და გამორჩეულ ადგილად ვაქციო.

თუ საკუთარი თავის გჯერა ყველაფერი ძალიან მარტივად გამოვა ასე, რომ ბევრ სასიამოვნო სიახლეს შევთავაზებთ ბუნებისა და სიმშვიდის მოყვარულებს” – ნანიკო კელიხაშვილი

მის: Dusheti, Pirmisaani

ტელ : 598 49 90 50

ელ. მისამართი : [email protected]

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!