კომპანია ,,ნავნე” ქართულ ბაზარზე 2011 წელს გამოჩნდა და წარმატებული მოღვაწეობის უკვე 5 წელიწადს ითვლის.
მაღაზიათა ქსელის მთვარი კრედოა, დაბალი ფასები და ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის მიზანია, ხელმისაწვდომ ფასად მომხმარებელს შესთავაზოს პროდუქციის ფართო არჩევანი და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს ისეთი ბრენდები, როგორიცაა ამერიკული პარფიუმერული კომპანია Artistry – ის ორიგინალი სახის მოვლის საშუალებები, L’oreal – ის პროდუქცია, H&M – ის, DIESEL – ის, TALBOTS -ის და სხვა ტანსაცმლის ბრენდის კოლექციები.
ქსელში პროდუქციის განახლება ხდება ყოველთვიურად და მომხმარებელს მუდმივად აქვს ახლის არჩევის საშუალება. ნავნე მომხმარებელს თავაზობს ჰიგიენის, პარფიუმერიის, კოსმეტიკის, სუნამოს, სამკაულების და ტანსაცმლის ფართო არჩევანს. გარდა ამისა ნავნეს ქსელში წარმოდგენილია სხვაგასხვა ტიპის პროდუქცია, როგორც საბავშვო, ასევე საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთები.
ნავნეს იცნობს ყველა, ვისაც უყვარს ,,შოპინგი“, ვინც ზოგავს თნხას და ვისთვისაც მნიშვნელოვანია ხარისხიანი სერვისი. ნავნეს, პროფესიონალი კონსულტანტები ადგილზე გაგიწევთ კვალიფიციურ მომსახურებას. ჩვენს თითოეულ მაღაზიაში იგრძნობთ მეგობრულ, კეთილ განწყობას და თქვენზე ორიენტირებულ მიდგომას.