დღის სიახლეებისიახლეები

Neuralink-ის პაციენტი კომპიუტერის მაუსს გონებით აკონტროლებს, ყოველგვარი ფიზიკური შეხების გარეშე

0
გაზიარება

პლანეტის უმდიდრესი მეწარმის, ილონ მასკის თქმით, Neuralink-ის პაციენტი, რომელსაც ტვინში ნეირონული ინტერფეისი ჩაუმონტაჟდა, კომპიუტერის მაუსს გონებით აკონტროლებს, ყოველგვარი ფიზიკური შეხების გარეშე.

მასკის თქმით, ოპერაციის შემდეგ პაციენტი თავს კარგად გრძნობს და მას არავითარი გვერდითი ნიშნები არ უფიქსირდება. როგორც ცნობილია, ადამიანზე პირველი ექსპერიმენტი Neuralink-მა გასულ თვეს ჩაატარა და მან წარმატებით ჩაიარა.

ნეირონული ინტერფეისი ის ტექნოლოგიაა, რომელსაც სამედიცინო სფეროში ნამდვილი რევოლუციის მოხდენა შეუძლია. ამ მიმართულებით არაერთი ინოვაციური სტარტაპი მუშაობს და ყველაზე გამორჩეული ილონ მასკის Neuralink-ია.

საწყის ეტაპზე, ამ ტექნოლოგიის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარებაა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ტვინის იმპლანტის ფუნქციონალი გაიზარდოს და ერთ დროს ის ისეთივე უნივერსალურ მოწყობილობად იქცეს, როგორიც სმარტფონია.

ილონ მასკის თქმით, მომავალი სწორედ ნეირონული ინტერფეისისაა, რადგან ეკრანის მქონე მოწყობილობებმა უკვე მიაღწიეს თავიანთი პოტენციალის მაქსიმუმს.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!