RSS კატეგორიადღის სიახლეებისიახლეები

ნომრის პორტირების წესები შეიცვალა

0
გაზიარება

მომხმარებლებისთვის მობილური და ფიქსირებული სატელეფონო ნომრების პორტირების  გამარტივების მიზნით, კომუნიკაციების კომისია პორტირების ახალ წესებს დაამტკიცებს.   რეგულაციის მიზანია, აბონენტებმა სურვილის შემთხვევაში, ადვილად შეძლონ ერთი კომპანიიდან მეორეში გადასვლა ისე, რომ ნომერი არ შეიცვალონ. „პორტაბელურობის დებულებაში“ ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების კოდექსთან. აღნიშნული ცვლილებები გაზრდის კონკურენციას, რაც პოზიტიურად  აისახება მომხმარებლებზე. 

ახალი წესები როგორც ფიქსირებული, ისე მობილური საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს შეეხება. ცვლილების შესახებ საკონსულტაციო დოკუმენტი საჯარო კონსულტაციებისა და მისი დახვეწის მიზნით კომისიის  ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დაინტერესებულ პირებს შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა 2022 წლის 13 მაისამდე შეუძლიათ, რის შემდეგაც კომისია განახლებულ წესებს დაამტკიცებს.

ცვლილებების შემდეგ მობილური ნომრის პორტირების  სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს  შესაძლებლობა ექნება სერვისცენტრში მისვლის გარეშე, დისტანციურად გააკეთოს განაცხადი, დაპორტირდეს მისთვის სასურველ ქსელში და ახალი სიმბარათი სასურველ მისამართზე მიიღოს.

ცვლილება ასევე ეხება ფიქსირებულ სატელეფონო მომსახურებას, რომლის მიხედვითაც, კომპანიები ვალდებული იქნებიან ფიქსირებული სატელეფონო ქსელით მომსახურებაზე პორტირებისას სააბონენტო ნომერი შეუნარჩუნონ მომხმარებელს. გეოგრაფიული სააბონენტო ნომრების პორტირება მოხდება იმავე გეოგრაფიულ ზონაში, ხოლო არაგეოგრაფიული – არაგეოგრაფიულ ზონაში. 

მსგავსი სიახლეები

Tourist card – ინოვაციური პროდუქტი კომპანიების სანდოობითა და შეთავაზებების მრავალფეროვნებით

Tourist card -  წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციასციის ახალი პროდუქტია, რომელიც სანდო კომპანიებითა და შეთავაზებებით, საქართველოში ჩამოსული ვიზიტორებისთვის შეიქმნა. ბარათში ჩაშენებულია სპეციალური პროგრამა, რომლითაც…

დაგროვებითი პენსიის სახით 10,7 მლნ ლარამდეა გაცემული

დაგროვებითი პენსიით ამ დროისთვის, სხვადასხვა კატეგორიის 3 781 პირმა ისარგებლა. ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. „2023 წლის 8 ივნისის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.5 მილიარდი ლარია. წმინდა…

ბათუმის სტადიონმა FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე, უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა

ქალაქ მაიამიში FIABCI World Prix d'Excellence Awards 2023 დაჯილდოება გაიმართა. უძრავი ქონების ოსკარის მასშტაბურ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო…

1 კილოგრამი ჟოლოს ფასი სუპერმარკეტებში 30 ლარს შეადგენს

წელს ჟოლოს სეზონი მაღალი ფასებით დაიწყო, 1 კილოგრამის ფასი სუპერმარკეტებში 30 ლარს შეადგენს, ადგილობრივ მწარმოებლებთან კი ღირებულება 15-20 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის ფერმერების მხოლოდ ნაწილმა დაიწყო…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!