დღის სიახლეებიეკონომიკავაჭრობის სფეროკვება

ოქტომბრიდან რუსეთი ზეთის ექსპორტზე გადასახადს ანულებს

0
გაზიარება

რუსეთში მზესუმზირის ზეთისა და შროტის საექსპორტო გადასახადი ოქტომბერში ნულოვანი იქნება. ამის შესახებ ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში არის ნათქვამი.

ამჟამად ზეთზე გადასახადი ტონაზე 8 621,3 რუბლს (148 დოლარს), შროტზე კი 1 578,5 რუბლს (27 დოლარს) შეადგენს.

გადასახადების განულება საორიენტაციო ფასების შემცირებას უკავშირდება. ზეთის საორიენტაციო ფასებმა ტონაზე 1 244 დოლარი შეადგინა, რაც ერთი თვით ადრე 1 583 დოლარი იყო. ტონა შროტზე ინდიკატორულმა ფასმა ერთი თვის წინანდელი 269,3 დოლარიდან 177 დოლარამდე დაიკლო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ზეთის მთავარი იმპორტიორი სწორედ რუსეთია. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ზეთის 80%-ზე მეტი სწორედ რუსეთზე მოდიოდა. კერძოდ, 8 თვეში საქართველომ სულ 24,445 მლნ დოლარის ღირებულების (12 991 ტონა) ზეთი იყიდა, აქედან 19,272 მლნ დოლარის (10 594 ტონა) რუსეთში.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში დასაქმებულთა ხელფასი 271 ლარით გაიზარდა და 2 044.5 ლარი შეადგინა

საქსტატის ანგარიშის მიხედვით საქართველოში 2023 წლის IV კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.3 პროცენტით (270.9 ლარით) გაიზარდა და 2 044.5 ლარი შეადგინა საქმიანობის სახეების…

ქართული დაფნისა და სუნელების ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყნიდან 6 260 ტონა (18,367 მლნ აშშ დოლარის) ადგილობრივი წარმოების პროდუქცია გავიდა, რაც გასულ წლებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გასულ წელს ექსპორტირებული 6 260 ტონა…

მსოფლიოს 5 ყველაზე უცნაური ცათამბჯენი

ხუთი ყველაზე ორიგინალური ცათამბჯენი მსოფლიოში: Umeda Sky: ოსაკას საკულტო ღირსშესანიშნაობა ოსაკას ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი შენობა, იაპონელი არქიტექტორის ჰიროში ჰარას Umeda Sky არის. მისი მშენებლობა დასრულდა 1993 წელს და…

საქართველოში პირველი სასურსათო ბანკი იქმნება

ევროკავშირის და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით საქართველოში პირველი სასურსათო ბანკი იქმნება. აღნიშნული ბანკი პროექტის “მდგრადი სასურსათო სისტემის დანერგვა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით”…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!