წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პარტნიორები

Orbi Hotels

0
გაზიარება

ზღვის, მზისა და მთის საოცარი, პანორამული ხედები, მომსახურების მაღალი  სტანდარტები და საუკეთესო ადგილმდებარეობა, ეს ის მცირე ჩამონათვალია, რამაც ორბის სასტუმროების ქსელი წამყვან ბრენდად აქცია წლების წინ და ის ღირსეულად იკავებს დღემდე ამ მოწინავე პოზიციას.
მოდერნიზებული ნომრები, მყუდრო გარემო როგორც სამუშაოდ, ასევე, უბრალოდ დასვენებისა და მნიშვნელოვანი დღეების გასატარებლად, მასაჟის სარელაქსაციო სერვისი, 24 საათიანი ქოლ-ცენტრი, მუდამ მომღიმარი პერსონალი და ატმოსფერო, რომელიც ყველა შესაძლო პირობას გიქმნით ბედნიერებისთვის, განაპირობებს იმას, რომ აქ ყველაზე ახლოს გრძნობთ თავს სამოთხესთან.
ერთი ბენეფიტი, რაც ცალსახაა ყველა სტუმრისთვის, არის სხვადასხვა კატეგორიის ნომრები, რომელიც ერთნაირად კომფორტულია როგორც ოჯახის,  ასევე, წყვილებისა და   უბრალოდ, ინდივიდუალური ჯავშნებისთვის.
ორბის სტუმრებისთვის ხელმისაწვდომია ახლად გახსნილი პანორამული რესტორანი,  რომელიც სასტუმროს ყველაზე მაღალ სართულზე მდებარეობს. შთამბეჭდავი ხედები ქალაქზე, ბათუმის მთავარ ღირსშესანიშნაობა მოცეკვავე ფანტანებსა და დაუჯერებლად ლამაზ მზის ჩასვლაზე, დაუვიწყარს გახდის თქვენს ვიზიტს წელიწადის ნებისმიერ დროს.

თუმცა, ზღვის ხედი ერთადერთი არ არის, რისი შეთავაზებაც ორბი ჯგუფის სასტუმროების ქსელს შეუძლია მომხმარებლებისთვის. დიდველის ულამაზეს ხედებს შორის მოქცეული კიდევ ერთი სასტუმრო კომპლექსი, ასევე მოწინავე ადგილს იკავებს ინტერესისა და მომხმარებლების სიმრავლის კუთხით. აქ ხედის გარდა, ძალიან დიდ როლს თამაშობს ის უამრავი სერვისი, რისი შეთავაზებაც ორბი ჯგუფს შეუძლია ნებისმიერი გემოვნების სტუმრისთვის. სპა-მასაჟი, აუზი, საბავშვო კუთხე ( გასართობი ოთახი) , რესტორანი და სუპერ თავაზიანი, მომღიმარი პერსონალი, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში სიამოვნებით გაგიწევთ დახმარებას.

მსგავსი სიახლეები

MiniBoss ბიზნეს სკოლა თბილისი

SGBA – MiniBoss ბიზნეს სკოლა თბილისი წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პარტნიორი კომპანიაა. მსოფლიო ბრენდი უკვე საქართველოშია MiniBoss მსოფლიოში #1 ბრენდია ბავშვთა ბიზნესს განათლების კუთხით. სისტემისა და ინოვაციური…

KASS LAND • წალკის კანიონი • Tsalka Canyon

SGBA – KASS LAND • წალკის კანიონი • Tsalka Canyon წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პარტნიორი კომპანიაა. აქვე თბილისიდან 90 წუთში, ერთდროულად შეძლებთ ისიამოვნოთ უნიკალური ბუნების ულამაზესი ხედებით და ექსტრემალური…

ქართული კერამიკა • Georgian Ceramics

SGBA – ქართული კერამიკა • Georgian Ceramics წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პარტნიორი კომპანიაა. ქართული კერამიკა • Georgian Ceramics გთავაზობთ სასაჩუქრე ყუთები: კერამიკით, ღვინით, სასმისებით. ქართული ორნამენტებითა და…

Tbilisi Automuseum – თბილისის ავტომუზეუმი

SGBA – Tbilisi Automuseum - თბილისის ავტომუზეუმი წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პარტნიორი კომპანიაა. თბილისის ავტომუზეუმი კერძო პირის კოლექციის ბაზაზე შეიქმნა, რომელსაც ის 18 წლის განმავლობაში აგროვებდა და 2014 წლის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!