სასიამოვნო სიახლე Tourist card Georgia – ის მომხმარებლებისთვის, “Paradise Inn • ფერედაის ინნ” წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა, შესაბამისად ბარათის მფლობელებს გაქვთ შესაძლებლობა ისარგებლოთ სპეციალურად თქვენზე შეთავაზებული ფასდაკლებებით.
2021 წლიდან მაღალმთიან აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის ს. გეგელიძეებში არსებობს ტურისტული განთავსების ობიექტი სახელად ,,ფერედაის ინნ”.
“Paradise Inn • ფერედაის ინნ” არის სასტუმროს ტიპის გლემფინგი, რომელიც გულისხმობს კომფორტულ დაბანაკებას ბუნებასთან ახლოს. გლემფინგი შედგება ორი სფეროს ფორმის კარავისგან, თითოეულ კარავში განთავსებულია: საძინებელი, მინი სამზარეულო ( აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით და ტექნიკით), სააბაზანო, სახლის კინოთეატრი, ინტერნეტი, კონდინციონერი, აივანი.
ამ ყველაფერთან ერთად იდეალურ კომბინაციას ქმნის გარე აუზიც, საიდანაც იშლება მაღალმთიანი აჭარის პანორამული ხედები.
სოფლიდან 20კმ-ში მდებარეობს ტურისტებისთვის ცნობილი მახუნცეთის ჩანჩქერი, სადაც ტურისტებს შეუძლიათ გაერთოს ისეთი აქტივობებით, როგორიცაა: ზიპლაინი, რაფტინგი და სხვ.. აქვეა ისტორიული თამარის ხიდი, XI-XII სს მიწის ხიდი ს. საღორეთში და სხვა ბევრი ისტორიული ადგილი.