განათლებადღის სიახლეებიპარტნირებისაზღვარგარეთ სწავლასაინტერესო სიახლეებისიახლეები

პარიზი,სტრასბურგი და გერმანია-მორიგი გრანდიოზული პროექტი ევროპის აკადემიური ცენტრისგან

0
გაზიარება

არაფორმალური განათლება და ახალგაზრდული პროექტები მთელს მსოფლიოში საკმაოდ აქტუალურია, ის სწრაფად ცვალებადი გარემო, რომელშიც ახალგაზრდებს თავის დამკვიდრება უწევს ამის საჭიროებას ნამდვილად აჩენს. ევროპის აკადემიური ცენტრი ყოველთვის ხარისხიანი პროექტებით გამოირჩევა, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთაც.

ევროპის აკადემიური ცენტრის საგანმანათლებლო პროექტების მენეჯერი მარიამ დანელია არაფორმალური განათლების როლზე, მის მნიშვნელობაზე და ევროპის აკადემიური ცენტრის 2023 წელს დაგეგმილ გრანდიოზულ პროექტებზე  Geobusinessnews.ge-სთან საუბრობს

არაფორმალური განათლება და ახალგაზრდული პროექტები ერთ-ერთი საწინდარია პიროვნების კარიერული ზრდა-განვითარებისა, ჩვენი ახალგაზრდული პროექტების მთავარი მიზანი და ძირითდი არსია, სხვა და სხვა დარგის სპეციალისტების, მოსწავლეებისა და სტუდენტების განვითარებაზე ზრუნვა, მათთვის სხვა და სხვა საჭირო უნარებისა და კომპეტენციის მიწოდებაა. ბუნევრივ გარემოში ინდივიდის პოტენციალის გახსნა და თვალსაწიერის გაფართოება.  საგანმანათლებლო პროექტები და ვიზიტები უმაღლეს ინსტიტუციებში, მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შეუქმნას ახალგაზრდებს საკუთარი მომავლის ფორმირების შესაძლებლობები. ჩვენი პროექტები აერთიანებს როგორც სტუდენტებსა და მოსწავლეებს, ასევე შემდგარ პროფესიონალებს, დგება თაობათაშორისი დიალოგი, გამოცდილებების გაზიარება და მონაწილეები არა მხოლოდ ტრენერებისა და ჩვენი უცხოელი მასპინძლებისგან არამედ ერთმანეთისგანაც უამრავ ახალ და ღირებულ ინფორმაციას იღებენ“ – მარიამ დანელია

არაფორმალური განათლება, მოზარდებში კრიტიკულ აზროვნებას აყალიბებს და მათ სოციალურ განვითარებასთან დაკავშირებულ ეთიკურ ღირებულებებს აუმჯობესებს, როგორიცაა ადამიანის უფლებები, კულტურათაშორისი სწავლა და გენდერული თანასწორობა.

არაფორმალური განათლების როლი პიროვნულ ჩამოყალიბებაში ფრიად მნიშვნელოვანია. არაფორმალური განათლება და ჩვენი პროექტები, ყველა ასაკის ადამიანისთვისაა, როგორც წესი, ეს პროექტები მოკლევადიანი კურსების, სემინარების ან ვორქშოპების ხასიათს ატარებს. არაფორმალური განათლება უმეტესად იძლევა ისეთ კვალიფიკაციას, რომელიც არ არის აღიარებული, როგორც ფორმალური კვალიფიკაცია, ეროვნული საგანმანათლებლო სისტემების მიერ. მას აქვს დამატებითი, ალტერნატიული და შემავსებელი ფუნქცია ფორმალური განათლებისთვის, ინდივიდის მუდმივი განათლების გზაზე. ინტელექტი და განათლება კი ჩემი აზრით, ადამიანის საზომია და არა პირიქით.

ევროპის აკადემიური ცენტრის საერთაშორისო პროექტების დეპარტამენტმა უკვე აქტიურად დაიწყო სხვა და სხვა საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზება საზღვარგარეთ და საქართველოში,  ნოემბერში ჩვენი დელეგაცია იმყოფებოდა ჰააგასა და ბრიუსელში, შეხვედრები იყო ძალიან ნაყოფიერი, შეხვედრა გაიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სადაც მიმდინარე საქმეები განვიხილეთ ასევე ევროპარლამენტში შევხვდით მრჩეველ – ტომ მორგანს, რომელთანაც უკრაინა-რუსეთის ომსა და ქართველი ახალგაზრდების პოზიციაზე ვისაუბრეთ“- მარიამ დანელია

2023 წელსა ევროპის აკადემიური ცენტრი გრანდიოზულად ხსნის, 14 იანვარს დელეგაცია მიემგზავრება სტრასბურგში, სადაც ევროპარლამენტში, ევროკომიტეტში, ახალგაზრდულ ცენტრში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეხვედრები გაიმართება, მასპინძლობას კი ლადო ჭანტურია გაუწევს.პროგრამით სარგებლობა შეუძლია 16 წლიდან, იურიდიული, პოლიტიკური და საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებულ პირს. დელეგატებმა უნდა იცოდნენ საკომუნიკაციო დონეზე ინგლისური ენა და გაიარონ გასაუბრების ეტაპი.

„შეხვედრებზე განხილულ იქნება საქართველოს იურიდიული და პოლიტიკური პოზიციები, ჩვენი ქვეყნისა და ევროკავშირის ურთიერთობა, ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე ჩვენი ევროპელი პარტნიორებისათვის ყოველთვის საინტერესოა ახალგაზრდა და უკვე გამოცდილი ქართველი სპეციალისტების აზრი, არსებული საქმეების განხილვა და ერთმანეთისათვის გამოცდილებების გაზიარება.

ასევე მინდა დავაანონსო, რომ თებერვალში კიდევ ორი უპრეცედენტო პროექტი ჩატარდება, „საქართველოს ჩემპიონატი სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესში-2023“ – სადაც მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღებენ სკოლებისა და უნივერსიტეტების გუნდები მონაწილეობას და გამარჯვებული დელეგატები გაემგზავრებიან საერთაშორისო ვიზიტებზე. რაც შეეხება მეორე პროექტს, ჩვენი კომპანია აქტიურად არის ჩართული არა მხოლოდ თბილისში არამედ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარებაზე და რეგიონებში არაფორმალურ პროექტებს უწევს  პოპულარიზაციას, შესაბამისად ამჯერად, თებერვალში ქალაქ ქუთაისში გაიმართება ახალგაზრდული პროექტი, „გლობალური კრიზისების ფორუმი -2023“ – აღნიშნული პროექტი ჩატარდა გასულ წელს ქალაქ ზესტაფონში და მასში გამარჯვებული მონაწილეები მიემგზავრებიან სტრასბურგში საერთაშორისო ვიზიტებზე“ – მარიამ დანელია

პროექტის თარიღებია 14-20 იანვარი,რომლის ფარგლებში მონაწილეები პარიზს, სტრასბურგს და გერმანიის ქალაქ კელს ეწვევიან. პროექტის დასასრულს კი მონაწილეებს საერთაშორისო აისოს სტანდარტის სერტიფიკატი გადაეცემათ.

2023 წელს ევროპის აკადემიური ცენტრი ძალიან ბევრ პროექტს გეგმავს ყველა დარგით დაინტერესებული პირებისათვის

 

მსგავსი სიახლეები

საერთაშორისო სემინარი “კეთილდღეობა სკოლებში” – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროგრამა eTwinning -ის ფარგლებში, ჩატარდა საერთაშორისო სემინარი "კეთილდღეობა სკოლებში". სემინარში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და ევროპის 14…

ქართული მართვის მოწმობით საბერძნეთში გადადგილება შესაძლებელი ხდება

ქართული მართვის მოწმობით გადადგილება საბერძნეთშიც შესაძლებელი ხდება. შესაბამის, „მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გაცვლის შესახებ“ შეთანხმებას, საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ხელი უკვე მოეწერა.…

აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტად კიტრი და კივი გაძვირდა, ხოლო მწვანილი და კომბოსტო გაიაფდა

eastfruit-ი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ივლისთან შედარებით აგვისტოში სამომხმარებლო ფასებმა 0.1%-ით დაიკლო. გამოცემის ცნობით, ფასების ზრდა ცალკეულ პროდუქტებზე სეზონურობით არის ახსნილი. აგვისტოში საქართველოში…

აფრიკაში ბანანის ღვინის წარმოება დაიწყეს – BBC

აღმოსავლეთ აფრიკის რესპუბლიკა მალავიში ღვინის კოოპერატივ Twitule-მ ბანანის ღვინის წარმოება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. Twitule ღვინის დასაყენებლად გადამწიფებულ ბანანს იყენებს, რაც, ფერმერების განცხადებით,…

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 000 ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფრომაციით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37%-იანი ზრდა შეადგინა.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!