უცხოური ბიზნეს სიახლეებიRSS კატეგორიასხვა

პირველი ვეგანური ბურგერი, რომელიც მთავარ ინგრედიენტად კანაფს იყენებს

0
გაზიარება

ამერიკული კომპანია Planet Based Foods არის პირველი და ერთადერთი მწარმოებელი მსოფლიოში, რომელიც მცენარეული ხორცის შემცვლელ მთავარ ინგრედიენტად, სოიოს ან სხვა პარკოსნების ნაცვლად, კანაფს იყენებს. Bloomberg-ის ცნობით, ახლახან სტარტაპმა სახლში მოსამზადებელი გაყინული პროდუქტების სადებიუტო ხაზი წარმოადგინა.

Planet Based Foods ინოვაციური და ეფექტური წარმოების პროცესში კანაფის თესლს ბარდის ცილასთან და ყავისფერ ბრინჯთან ერთად იყენებს, რათა პროდუქტში საკვები ნივთიერებები და ბოჭკოვანი შემცველობა მაქსიმალურად გაზარდოს. შედეგად გემრიელი კანაფის ხორცი მიიღება, რომელიც ცილებისა და ბოჭკოების გარდა, ომეგა-3-6-9 ცხიმებს შეიცავს და თავისუფალია სოიოს, გლუტენისა და გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ანუ GMO-სგან (Genetically modified organism).

კომპანიის პირველი პროდუქტი, ორიგინალური კანაფის ბურგერი, გასულ წელს, სამხრეთ კალიფორნიაში, Stout Burgers & Beers-ზე იქნა წარმოდგენილი. Bloomberg წერს, რომ მომხმარებელთა გამოხმაურების საფუძველზე, Planet Based Foods-მა რეცეპტი გააუმჯობესა.

თებერვლის დასაწყისში კომპანიამ შინაური კვების ხუთი პროდუქტისგან შემდგარი ხაზი წარმოადგინა, რაც მალე აშშ-ის სუპერმარკეტებშიც გამოჩნდება. ახალი კანაფის ხორცის პროდუქტების სიაში შედის: ორიგინალური კანაფის ბურგერი, სამხრეთ-დასავლეთის მწვანე ჩილის ბურგერი, სასაუზმე ძეხვი, ასევე, იტალიური და ორიგინალური კრამბლი.

სტარტაპი 2019 წელს კვების ყოფილმა ტრენერმა და კანაფის მარკეტოლოგმა, ბრეილინ დევისმა, მეცნიერმა, რობერტ დევისმა და რესტორნის ბიზნესის ვეტერანმა, ტედ კეშმა დააარსეს.

კანაფის თესლი უფრო მეტ საკვებ ნივთიერებებსა და ცილას იძლევა, ვიდრე პარკოსანთა და მარცვლეულთა უმეტესობა. ამასთან, კანაფის გასაშენებლად, ტრადიციულ კულტურებთან შედარებით, ნაკლები წყალი არის საჭირო. ეს მცენარე ნიადაგის რეგენერირებას პესტიციდების გარეშე ახდენს და კარგი ზრდა მაღალ ტემპერატურაზეც შეუძლია, რაც მის კულტივაციას კლიმატურ ცვლილებებთან შესაფერისს ხდის.

წყარო : BPN.Ge

მსგავსი სიახლეები

„რუსული კოლას“ ბოთლზე ბალახი და ღვთისმშობლის ხატია გამოსახული

„რუსული კოლას“ ბოთლზე ბალახი და ღვთისმშობლის ხატია გამოსახული. მწარმოებელი მიიჩნევს, რომ სასმელი „ღვთიური“ იქნება და მის ასეთ ვიზუალს, ამ ფაქტორს მიაწერს. შეგახსენებთ, რომ უახლესი ინფორმაციით, „კოკა კოლა“ რუსული ბაზრის სრულად…

“Fedex საქართველოში” მომსახურების ფასი 10%-ით გაიზარდა

კომპანია "Fedex საქართველოში" ამანათების გამოწერით ქვეყნებს შორის აშშ ლიდერობს, მას გერმანია და ჩინეთი მოჰყვება. როგორც BMG-ის, Fedex-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ნინო მენთეშაშვილმა განუცხადა, წელს…

“კნატი” – განსაკუთრებული სიახლე ნუშის მოყვარულთათვის

ნუშის მოყვარულებისთვის განსაკუთრებული სიახლეა - ქართულ ბაზარზე ახალი კომპანია “კნატი” გამოჩნდა, რომელიც მომხმარებლებს ოთხ სხვადასხვა სახეობის ნუშის ხემსს სთავაზობს. კნატის გემოებს შორის შოკოლადის, მარილიანი, მოხალული და…

რა ღირს დასვენება საქართველოს სასტუმროებში?

PMCG-ის კვლევის თანახმად, 2022 წლის მაისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 148 ლარი, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 255 ლარი შეადგინა. მათივე ცნობით, საოჯახო ტიპის სასტუმროების…

არის თუ არა დეფიციტი და რატომ ძვირდება საქართველოში დიზელის საწვავი?

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში დიზელის საწვავის ღირებულება მნიშვნელოვნად იზრდება. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ერთი ლიტრი დიზელის საწვავის ღირებულება 4,50 ლარს გადაცდა. როგორც ნავთობპროდუქტების…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა