დღის სიახლეებისიახლეები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია – TAQA-ს ხელმძღვანელს შეხვდა

0
გაზიარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია TAQA-ს ხელმძღვანელს-იასიმ ჰუსეინ აჰმედ ტაბეტს შეხვდა.

შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალი და  საქართველოში კომპანიის ინვესტიციების გაფართოების შესაძლებლობა.

იასიმ ჰუსეინ აჰმედ ტაბეტმა ირაკლი ღარიბაშვილს კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, განახლებადი ენერგეტიკის განვითარება საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

ყურადღება დაეთმო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელზეც საქართველოს მთავრობა პარტნიორებთან ერთად აქტიურად მუშაობს.

მთავრობის მეთაურმა კომპანია TAQA-ს ხელმძღვანელი საინვესტიციო პოტენციალის უკეთ შესასწავლად საქართველოში მიიწვია.

კომპანია TAQA არაბთა გაერთიანებული საამიროების დივერსიფიცირებული ენერგეტიკული კომპანიაა, რომელიც 2005 წელს დაარსდა. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს აბუ დაბის საამიროს ეკონომიკური სტრატეგიის განხორციელებაში.  კომპანია ელექტროენერგიისა და წყლის მნიშვნელოვან წილს აწარმოებს და აქტივები არაერთ ქვეყანაში აქვს, მათ შორის: ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოში, კანადაში, ნიდერლანდებში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთის სამეფოში, ომანსა და სხვა ქვეყნებში. კომპანიის შემოსავალმა 2023 წლის პირველ ნახევარში 3.67 მილიარდ დოლარამდე შეადგინა. კომპანია TAQA არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი ენერგეტიკული კომპანიის „მასდარის“ 43% -იან წილს ფლობს, რომელიც საქართველოში 100 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს ავითარებს.

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!