რეგიონებიRSS კატეგორიადღის სიახლეებიტურიზმი, დასვენება და გართობა

ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა 

0
გაზიარება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) საქართველოს გარემოსდაცვითი პორტფელის მენეჯერმა, ფრენკ მორშელმა შატილში ვიზიტორთა ცენტრი დაათვალიერეს. ღონისძიებას გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, დავით ნოზაძე ესწრებოდნენ.

საერთაშორისო სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო. ინვესტიციამ 4 000 000 ლარი შეადგინა.

„გერმანიის მთავრობის, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) მხარდაჭერით, შატილში ახალი, თანამედროვე სტანდარტის ცენტრი აშენდა, სადაც ვიზიტორები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის, ყველა მათთვის საინტერესო ტურისტული მარშრუტის, იმ ბიომრავალფეროვნების შესახებ, რომელიც ახასიათებს ამ კუთხეს. გერმანიის მთავრობასთან წლებია ვთანამშრომლობთ და უკვე არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა მათი მხარდაჭერით. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს უნიკალურ ბიომრავალფეროვნებაზე ზრუნვა და ამავდროულად, იმ შესაძლებლობების გამოყენება, რაც ჩვენს ბუნებას გააჩნია ეკოტურისტული თვალსაზრისით, რათა მოვიზიდოთ მეტი ტურისტი, მეტი ვიზიტორი, რაც ნიშნავს მეტ შესაძლებლობას და მეტ შემოსავლებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის”, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი, შუასაუკუნოვანი კოშკებითა და უნიკალური ლანდშაფტებით, თანაბრად იზიდავს როგორც ქართველ, ისე უცხოელ ტურისტებს. დაცული ტერიტორია მდიდარია მრავალფეროვანი ეკოსისტემებით, როგორიცაა: სუბ-ალპური ტყეები, ალპური მდელოები, კლდოვანი მთები, შთამბეჭდავი ხეობები და ტბები. იგი, ასევე, შუა საუკუნეების დროინდელი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობითაც გამოირჩევა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და გერმანიის ერთობლივი პროექტი წარმატებით განხორციელდა და ვიზიტორთა ცენტრი დაარსდა, რომელიც დაკომპლექტებულია რეინჯერებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს სხვა თანამშრომლებით. დარწმუნებული ვარ, ვიზიტორთა ცენტრი მიიღებს სტუმრებს როგორც გერმანიიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან. მჯერა, რომ შატილი და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი კიდევ უფრო მიმზიდველი ტურისტული მიმართულება გახდება”, – განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა.

ცენტრში ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია პარკის ბიომრავალფეროვნებისა და ეკოტურისტული სერვისების შესახებ; გარდა ამისა, ადმინისტრაციას ექნება შესაძლებლობა მოახდინოს მოგზაურების მოთხოვნების იდენტიფიცირება და ეკოტურისტული პროდუქტების სწორად დაგეგმვა/განვითარება.

ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, დავით ნოზაძემ აღნიშნა, რომ ახალი ვიზიტორთა ცენტრი კიდევ უფრო გაზრდის ტურისტული თვალსაზრისით მიმზიდველობას, მეტი ვიზიტორი კი დადებითად აისახება შატილის მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებაზე.

მსგავსი სიახლეები

Amazon-ზე “კოდალას” სათამაშოები განთავსდება

ხის სათამაშოების მწარმოებელმა კომპანია “კოდალამ” ევროპის Amazon-ზე განსათავსებლად სათამაშოების პირველი პარტია უკვე გაგზავნა. საუბარია სოციალური საწარმოს 7 სახეობის რამდენიმე ასეულ სათამაშოზე, რომელიც პლატფორმაზე რამდენიმე…

სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით – „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის

თუ გსურთ თვალი გადაავლოთ თბილისის ისტორიას, რომელიც ბოლო 100 წელია დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე - რუსთაველზე - იწერება, იგრძნოთ კომფორტი, რომელსაც თანამედროვე განათებისა და პასტელური ფერების სინთეზი ქმნის, მაშინ აუცილებლად…

გასაუბრების 10 ტაქტიკა, რომელიც სხვებისგან გამოგარჩევთ

პროექტი „ლურჯი ოკეანე“ მსოფლიოში აღიარებულ ბიზნესლიტერატურას ქართულ ენაზე გამოსცემს. მისი ერთ-ერთი ცნობილი და გამორჩეული სერიაა „მარტივად“, რომელიც ყველასთვის პრაქტიკული სახელმძღვანელოა. ამ დრომდე ამ სერიის ფარგლებში გამოიცა…

რუსეთი რეგულარი ტიპის ბენზინის უალტერნატივო მომწოდებელია

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, დღესდღეობით რეგულარი ტიპის ბენზინის იმპორტის მიმართულებით რუსეთი უალტერნატივოა. მისი თქმით, არსებულ რეალობაში საქართველოში იმპორტირებული…

რა მიმართულებებზე გამოცხადდა ყველაზე მეტი ვაკანსია job.ge-ზე

2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, 33 703 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 67%-ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 101%- ით გაზრდილი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა