დღის სიახლეებიRSS კატეგორიამომსახურების სფეროსაინტერესო სიახლეები

PSP ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფორუმზე CSR FORUM 2022 ანგარიშით წარსდგა

0
გაზიარება

CSR FORUM 2022 The FIANCIAL Media-ს ორგანიზებით წელს სასტუმრო მერიოტში გაიმართა. ფორუმი მსოფლიოში ყველაზე აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა, უკრაინაში მიმდინარე ომს და პანდემიის მართვას, რამაც ახალი გამოწვევების წინაშე თითოეული ადამიანი და ბიზნეს კომპანიები დააყენა.

PSP ომის დაწყების პირველივე დღეებში შეუერთდა საერთაშორისო სოლიდარობას, ეტაპობრივად ახორციელებს ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინის საელჩოს, საჭიროებისამებრ მოთხოვნილ მედიკამენტებს, სამედიცინო დანიშნულების საგნებს, ბავშვთა კვების, მოვლის და ჰიგიენის საშუალებებს; ჩაერთო საქართველოში მყოფი უკრაინელების დახმარების კამპანიაში და ჰუმანიტარული პროდუქტების სპეცფასად შეძენაში მოხალისე ორგანიზაციებს და ა.შ.

ფორუმის მთავარ ფოკუსში მოხვდა კოვიდ პანდემიის პერიოდში CSR გამოწვევების მართვა; პანდემიის პირველივე დღეებში PSP-ემ უზრუნველყო თანამშრომლებისა და მომხმარებლისთვის უსაფრთხო გარემო, ყველა რეგულაციის დაცვის აქტიური მხარდამჭერი და პოპულარიზატორი იყო;

ამასთან, არცერთი დღე არ შეფერხებულა მოსახლეობის მედიკამენტებით, ბავშვთა კვების და მოვლის, და არასამედიცინო პროდუქტებით უწყვეტი მომარაგება, დედაქალაქის მოსახლეობის ონლაინ-აფთიაქით მომსახურება; ამასთან უკვე 2020 წლის მარტიდან საქართველოს დიდ ქალაქებში განავრცო ონლაინ აფთიაქის მომსახურება, დაიწყო 2 დიდი პროექტი : თანამშრომლებისადმი მადლიერების „ჩვენი გმირები“ და ფართო საზოგადოებისთვის „შენზე ზრუნვა მაბედნიერებს“.

„PSP წლებია აქტიურად არის ჩართული გარემოს დაცვით, პროექტებში, განათლების, სოციალური საწარმოების მხარდამჭერ აქტივობებში, ამასთან აქტიურ პოპულარიზაციას უწევს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პროპაგანდას, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობებში.

PSP-ს ბიზნეს საქმიანობით წვლილი შეაქვს საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებაში, 1994 წლიდან ხელმისაწვდომს ხდის გარანტირებული ხარისხის მედიკამენტებს, ჯანმრთელობის, ბავშვთა კვების და მოვლის, პარამედიცინის პროდუქტებს, როგორც ფიზიკურად, ასევე გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მხრივ. მუდმივად ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ამჟამად დასაქმებულთა რიცხვი 5000-მდეა; სამუშაო გარემო, თანამშრომელთა სოციალური პროგრამები, ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხები, პროფესიული და კარიერული წინსვლის თანაბარი შესაძლებლობები ქმნის ჯანსაღ და კორპორაციულ გარემოს ბიზნესის ეთიკური მართვისთვის.

წლების განმავლობაში მხარდაჭერას უცხადებს სპორტის სხვადასხვა სახეობას: რაგბი, ძიუდო, კრივი, კალათბურთი; საკუთარ მაგალითს აძლევს თანამშრომლებით დაკომპლექტებული მინი-ფეხბურთის, მთამსვლელების, მოჯომარდეების, ბოულინგის წარმატებული გუნდებით და მხარს უჭერს ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

2019 წელს დაწყებული პროექტის „მინი-ფეხბურთის სასკოლო ლიგა“ მხარდაჭერა შეზღუდვების მოხსნისთანავე განაგრძო; წელს ამ პროექტში თბილისის გარდა, უკვე რუსთავის, აჭარის რეგიონის სკოლების მოსწავლეები ჩაერთნენ; სასკოლო ლიგის ჩემპიონატები ჩატარდა ხელბურთსა და სროლაშიც. ამ პროექტის ფარგლებში, 2021 წელს მინი-ფეხბურთის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატში პირველად მონაწილეობა მიიღო მინი-ფეხბურთის საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რაც ძალიან გვეამაყება“, – აცხადებენ PSP-ში.

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საფრანგეთის ელჩმა ბატონმა დიეგო კოლასმა. ფორუმში მონაწილეობდა ქართული და საერთაშორისო კომპანიები, მათ შორის RMG, ბოლნისური ღვინო, პროკრედიტბანკი, საერთაშორისო ორგანიზაცია EY, Tbisili MarriotT Hotel. 

მსგავსი სიახლეები

2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სამინისტრო პარლამენტში კანონპროექტის დაინიცირებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, 2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6…

საქართველოს მოქალაქეობის მიღების ვადა შესაძლოა შემცირდეს

კანონპროექტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირი, სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეობას ჩვეულებრივი წესით მოიპოვებს საქართველოში 5 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრების შემდეგ, ნაცვლად 10 წლისა.…

საწვავის ფასი შესაძლოა, კიდევ 10 თეთრამდე გაიზარდოს

„მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს საცალო ბაზარზე ფასთა სხვაობას. ეს მიზეზია მომწოდებელი ქვეყანა რუსეთი, რომელსაც თვითონვე შეექმნა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი და აქედან გამომდინარე, ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ჩვენთან გაძვირებულია…

15 ოქტომბრის ბიზნეს სამიტზე 200 ბიზნეს კომპანია უკვე დარეგისტრირდა

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA)  ორგანიზებით 15 ოქტომბერს ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომელსაც სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს. ბიზნეს სამიტზე წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!