სტარტაპებიRSS კატეგორიადღის სიახლეებიმთავარიმთავარი ამბებიტექნოლოგიები

Pulsar AI- გამორჩეული ქართული სტარტაპი

0
გაზიარება

ბოლო ათწლეული ქართული სტარტაპ-ეკოსისტემისთვის გამორჩეულია – სწორედ ამ დროს ჩნდება საქართველოში ტექნოლოგიური სტარტაპები, ბევრი მათგანი წარმატებულად საქმიანობს, იზრდება მოზიდული ინვესტიციების მოცულობაც. წარმატების ახალ საფეხურზე გადასვლით კი Pulsar AI-მ ამ ისტორიაში ახალი ფურცელი დაწერა. გასული წლის მაისში ქართული სტარტაპი ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა კომპანიამ SpinCar-მა იყიდა.

პულსარი 2016 წელს დააარსეს დაჩი ჭოლაძემ და ზაალ გაჩეჩილაძემ. კომპანიამ ქართულ ბაზარს ინოვაციური სერვისი შესთავაზა და სულ მალე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ლიდერი გახდა. თუ მესენჯერში ჩეტბოტთან ქართულ ენაზე გილაპარაკიათ, ესე იგი, პულსარის პროდუქტთანაც გქონიათ შეხება. მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ქართული ენის ხმოვანი დამუშავება: ტექსტის ხმად და ხმის ტექსტად გარდაქმნა.

Hi-Tech Problem Solvers | Pulsar AI • Forbes Georgia

2018 წელს პულსარმა თიბისი ბანკთან ერთად გადახდის ინოვაციური მეთოდისათვის საერთაშორისო გადახდების ჯილდო მოიგო. პულსარის ხმოვანი ტექნოლოგია გამოიყენება თიბისის მობაილ ბანკშიც, რომელიც 2019 წლის საუკეთესო მობაილ ბანკად დაასახელეს.

2018 წელს პულსარის გუნდი Startup Grind-ის კონფერენციის ფარგლებში სილიკონ ველის ეწვია და სხვა პოტენციურ პარტნიორებთან ერთად, იქ Shift-ის დამფუძნებელ ჯორჯ არისონს შეხვდა – ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ სტარტაპერს აშშ-ში. პულსარის გამოცდილება ხელოვნური ინტელექტის სფეროში და ჯორჯ არისონის ცოდნა ავტოინდუსტრიის კუთხით წარმატებული სინთეზი აღმოჩნდა. 2019 წელს პულსარი და ჯორჯი გაერთიანდნენ, რათა მანქანების ინდუსტრიაში ავტომატიზაცია შეეტანათ.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი, დაჩი ჭოლაძე ამბობს, აღებული ინვესტიცია კომპანიისთვის ამერიკის ბაზარზე ბიზნეს-ოპერაციების გამართვის საშუალებაა: “ამავდროულად ვგეგმავთ, განვავითაროთ და დავხვეწოთ ჩვენი ტექნოლოგია, რათა მოვემზადოთ კომპანიის შემდეგი მასშტაბირებისთვის. ამერიკულ ბაზარზე ოპერირების პროცესში წინ ძალიან საინტერესო გამოწვევები გველის, რისთვისაც გუნდის გაზრდაც იქნება საჭირო და, შესაბამისად, ინვესტიცია ამასაც მოხმარდება”

დაფინანსების მოძიების წარმატებული რაუნდის შედეგად პულსარი პირველი ქართული სტარტაპი გახდა, რომელმაც სილიკონ ველის ენჯელ ინვესტორებისა და ფონდების ინვესტიციის მოპოვება შეძლო. დღეს პულსარს ორი ოფისი აქვს: ერთი თბილისში, მეორე კი – სან-ფრანცისკოში. თბილისის გუნდი ტექნოლოგიის განვითარებასა და კვლევაზე მუშაობს, კალიფორნიის ოფისი კი – ბიზნეს-მიმართულებებზე.

მსგავსი სიახლეები

საქართველოდან აზოტოვანი სასუქების ექსპორტი შემცირდა

2022 წლის დასაწყისისა და ასევე სრული წლის განმავლობაში აზოტოვანი სასუქების ექსპორტი რეკორდულად იყო გაზრდილი. შესაბამისად, გასულ წელს საქართველოდან ჯამში ექსპორტზე 281 მლნ 420 ათასი დოლარის ღირებულების 462 215 ტონა აზოტოვანი…

2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული თანხა 65%-ით გაიზარდა

2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში შეტანილი თანხა 65%-ით გაიზარდა და ჯამში 739 მლნ. ლარი შეადგინა - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის შესახებ საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით,…

ბიტკოინის ფასი თითქმის 2%-ით დაეცა და ამჟამად 27,600 დოლარს შეადგენს

ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 2.2%-ით შემცირდა, თუმცა ის მაინც აჭარბებს $1.16-ტრილიონიან მაჩვენებელს.მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 534 მილიარდი დოლარის ფარგლებშია. დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება რიგით მეორე უმსხვილეს…

საქართველოში მოქმედი ხუთი ბანკი საიმედო ბანკების რეიტინგის ტოპ 20-ულში მოხვდა

Forbes-მა ხუთი ქართული ბანკი საიმედო ბანკების რეიტინგში შეიყვანა, სიაში მოხვდნენ ProCredit Bank, Halyk Bank Georgia, TBC Bank, Bank of Georgia („საქართველოს ბანკი“) და Liberty Bank. ბანკების რანჟირება საერთაშორისო სარეიტინგო…

23 მარტის ვალუტის კურსი

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.5750 ლარად ივაჭრება. ეროვნული ბანკის მიერ 22 მარტის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.5754 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!