დღის სიახლეებიეკონომიკასაინტერესო სიახლეებისიახლეები

ქართული ცხვრის ექსპორტით დაინტერესებულია ევროპაც

0
გაზიარება

მეცხოველეობის კომპანია „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი ბექა გონაშვილი თქმით, ცხვრის ექსპორტის მიმართულებით განსაკუთრებული მოთხოვნა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მოდის.

მისივე თქმით, აქტიურია ევროპაც, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ DCFTA ცხოველური პროდუქციის რეალიზაციას არ ითვალისწინებს, კომპანიას ევროპაში მიწოდების საშუალება არ აქვს.

გონაშვილის განმარტებით, იმისათვის რომ ქვეყანას ექსპორტის საშუალება მიეცეს, მუშაობაა საჭირო.

„საქართველოში მეცხვარეობა ექსპორტის მიმართულებით მუსლიმანურ დღესასწაულებზეა დამოკიდებული. შესაბამისად წელს ცოცხალი ცხვრის ექსპორტის სეზონი აგვისტო-სექტემბრამდე გადაიწევს. რაც შეეხება ხორცს, ის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, ყატარში, ქუვეითსა და დუბაიში გადის. ქართული ცხვარი უცხოეთის ბაზრებზე ძალიან მოსწონთ. ამას ხარისხიანი პროდუქციის სეგმენტის სახე უნდა მივცეთ.

მაღალი მოთხოვნაა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. ქართული ცხვრის ექსპორტით დაინტერესებულია ევროპაც. თუმცა ევროპაში DCFTA-ის გამო მიწოდების საშუალება არ გვაქვს. ამაზე მუშაობაა საჭირო. ამაში FAO-სთან ერთად ჩართულები ვართ. ისინი საქონლის საყურე ნომრის გაკეთებას აპირებენ, რომელიც ცხვრისა და საქონლის ისტორიას აღრიცხავს, საბოლოოდ კი ხორცის შეძენის დროს ამ ისტორიის ინტერნეტით შემოწმების საშუალება გექნებათ, მათ შორის როდის დაიბადა ცხოველი, რა აცრა ჩაუტარდა და ა.შ. ეს რთული სისტემაა, რომელსაც ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს. მთავარია, რომ ამ პროცესზე მუშაობა უკვე დაწყებულია“ – ამბობს „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი.

მსგავსი სიახლეები

ინვესტიციების მოცულობა 61,5%-ით შემცირდა

2023 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 61.5 %-ით შემცირებულია. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების…

The Economist-მა 2023 წლის საუკეთესო წიგნების რეიტინგი გამოაქვეყნა

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური გამოცემა The Economist-ი 2023 წლის საუკეთესო წიგნების რეიტინგის აქვეყნებს, რომელიც რამდენიმე კატეგორიადაა დაყოფილი და წარდგენილი წიგნების განაწილება რამე კონკრეტულ კრიტერიუმზე არ არის…

საქართველოში ფერმერული მეურნეობების რეესტრი შეიქმნება

აგრარულ საკითხთა კომიტეტი საგაზაფხულო სესიაზე ახალი კანონპროექტის - „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ - ინიცირებას მოახდენს.  კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი…

ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში 132 ქვეყანას შორის საქართველო 65-ე ადგილს იკავებს

ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში, 132 ქვეყანას შორის საქართველო 65-ე ადგილს იკავებს “ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ” 2023 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სწრაფი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!