დღის სიახლეებისიახლეები

საქართველო ღვინის ექსპორტის ღირებულებით მსოფლიოს ტოპ 20-ეულშია

0
გაზიარება

ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციამ (American Association of Wine Economists-AAWE) ღირებულების თვალსაზრისით ღვინის მთავარი ექსპორტიროების 2023 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო 30 წამყვან ქვეყანას შორის მე-19 ადგილზეა.

AAWE-ის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან 259 მლნ დოლარის ღვინო არის ექსპორტირებული, რითიც ქვეყანა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს უსწრებს, ხოლო რეგიონიდან და სამხრეთ კავკასიიდან ტოპ 30-ის სიაში ერთადერთია.

საქართველოს მოსდევს ლიეტუვა (მე-20) და ლატვია (21-ე), რომელთაგან პირველმა 247 მლნ დოლარის, მეორემ კი 172 მლნ დოლარის ღვინო გაიტანა ექსპორტზე. ამასთან, 23-ე ადგილზეა კიდევ ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, მოლდოვა, რომლის ექსპორტმაც 137 მლნ დოლარი შეადგინა.

საქართველოს AAWE-ის 2022 წლის რეიტინგშიც მე-19 ადგილი ეკავა, თუმცა ღვინის ექსპორტის შედარებით დაბალი ღირებულებით, რომელიც მაშინ 252.55 მლნ დოლარს შეადგენდა. ამდენად, ერთ წელიწადში ქვეყანამ ექპორტის ღირებულება 6.45 მლნ დოლარით გაზარდა.

გთავაზობთ ღირებულების თვალსაზრისით ღვინის მთავარი ექსპორტიორი ქვეყნების 2023 წლის ტოპ 10-ეულს:

  • საფრანგეთი – 12,789 მლრდ დოლარი (2022 წელს 12,935 მლრდ დოლარი)
  • იტალია – 8,403 მლრდ დოლარი (8,289)
  • ესპანეთი – 3,179 მლრდ დოლარი (3,180)
  • ჩილე – 1,527 მლრდ დოლარი (1,911)
  • ავსტრალია – 1,360 მლრდ დოლარი (1,455)
  • ახალი ზელანდია – 1,297 მლრდ დოლარი (1,422)
  • აშშ – 1,226 მლრდ დოლარი (1,464)
  • გერმანია – 1,162 მლრდ დოლარი (1,119)
  • პორტუგალია – 1,003 მლრდ დოლარი (988.7 მლნ)
  • არგენტინა – 677 მლნ დოლარი (813.7)

 

 

მსგავსი სიახლეები

საერთაშორისო სემინარი “კეთილდღეობა სკოლებში” – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროგრამა eTwinning -ის ფარგლებში, ჩატარდა საერთაშორისო სემინარი "კეთილდღეობა სკოლებში". სემინარში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და ევროპის 14…

ქართული მართვის მოწმობით საბერძნეთში გადადგილება შესაძლებელი ხდება

ქართული მართვის მოწმობით გადადგილება საბერძნეთშიც შესაძლებელი ხდება. შესაბამის, „მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გაცვლის შესახებ“ შეთანხმებას, საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ხელი უკვე მოეწერა.…

აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტად კიტრი და კივი გაძვირდა, ხოლო მწვანილი და კომბოსტო გაიაფდა

eastfruit-ი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ივლისთან შედარებით აგვისტოში სამომხმარებლო ფასებმა 0.1%-ით დაიკლო. გამოცემის ცნობით, ფასების ზრდა ცალკეულ პროდუქტებზე სეზონურობით არის ახსნილი. აგვისტოში საქართველოში…

აფრიკაში ბანანის ღვინის წარმოება დაიწყეს – BBC

აღმოსავლეთ აფრიკის რესპუბლიკა მალავიში ღვინის კოოპერატივ Twitule-მ ბანანის ღვინის წარმოება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. Twitule ღვინის დასაყენებლად გადამწიფებულ ბანანს იყენებს, რაც, ფერმერების განცხადებით,…

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 000 ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფრომაციით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37%-იანი ზრდა შეადგინა.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!