ეკონომიკაRSS კატეგორიაფინანსები

ქართული თაფლის ექსპორტი მიმდინარე წელს გაორმაგდა

0
გაზიარება

ქართული თაფლის ექსპორტი მიმდინარე წელს გაორმაგდა. 2022 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან 277.2 ათასი აშშ დოლარის 67.4 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, საქართველოდან, 116.8 ათასი აშშ დოლარის 31.4 ტონა თაფლი გავიდა.

მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარე ალეკო პაპავა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ქართული თაფლის საექსპორტო პოტენციალი მუდმივად მზარდია. უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა კი, ეს პოტენციალი მეტად გაზარდა და საქართველომ ეს ნიშაც უნდა აითვისოს.

“ძირითადი საექსპორტო ქვეყნები მიმდინარე წელს ბულგარეთი და საფრანგეთია, თუმცა გამოჩნდა ახალი ქვეყნები: გერმანია, გაერთიანებული საამიროები, აშშ და ისრაელი, საიდანაც ინტერესი დიდია, თუმცა პროდუქციის შეტანა მარტივი ნამდვილად არ არის, მათი სტანდარტებიდან გამომდინარე. ასე რომ, ინტერესიც და ექსპორტის მოცულობაც მზარდია.

ბოლო ტენდენცია კი, უკრაინაში ომიდან გამომდინარე ასეთია, უკრაინა იყო თაფლის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი ევროკავშირის ქვეყნებისათვის, როგორც მზესუმზირის, ასევე აკაციის თაფლის შემთხვევაშიც. სამწუხაროდ, ომი ისევ მიმდინარეა და სანამ უკრაინაში მოვლენები დასტაბილურდება, ვფიქრობ გვაქვს პოტენციალი, ბაზარი ჩვენ ავითვისოთ. ცხადია, არ ვგულისხმობ უკრაინისთვის ნიშის წართმევას, ჩვენ ამის რესურსი ფიზიკურად ვერც გვექნება და არც უნდა გვქონდეს სურვილი, თუმცა სანამ უკრაინა ვერ მიაწვდის ევროპას ამ პროდუქტს, ვფიქრობ, საქართველომ ეს პოტენციალი უნდა გამოიყენოს. მით უფრო, რომ ქართულო თაფლის ცნობადობა და სანდოობა ევროპაში გაზრდილიa” – განუცხადა პაპავამ ,,ბიზნესპრესნიუსს“.

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

Business Summit 2024-ის შეჯამება, ახალი პროექტი ბიზნესებისთვის და საინტერესო რჩევები სტარტაპერებს – ინტერვიუ SGBA-ს პრეზიდენტთან, მაია ტატულაშვილთან

წლის მთავარი ბიზნეს მოვლენის SGBA-Business Summit 2024-ის შესახებ, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტმა Maia Tatulashvili-მა დეტალირად ისაუბრა თუ რას ეძღვნებოდა სამიტი, რატომ იყო საინტერესო და გამორჩეული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!