ეკონომიკაRSS კატეგორიაფინანსები

ქართული თაფლის ექსპორტი მიმდინარე წელს გაორმაგდა

0
გაზიარება

ქართული თაფლის ექსპორტი მიმდინარე წელს გაორმაგდა. 2022 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან 277.2 ათასი აშშ დოლარის 67.4 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, საქართველოდან, 116.8 ათასი აშშ დოლარის 31.4 ტონა თაფლი გავიდა.

მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარე ალეკო პაპავა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ქართული თაფლის საექსპორტო პოტენციალი მუდმივად მზარდია. უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა კი, ეს პოტენციალი მეტად გაზარდა და საქართველომ ეს ნიშაც უნდა აითვისოს.

“ძირითადი საექსპორტო ქვეყნები მიმდინარე წელს ბულგარეთი და საფრანგეთია, თუმცა გამოჩნდა ახალი ქვეყნები: გერმანია, გაერთიანებული საამიროები, აშშ და ისრაელი, საიდანაც ინტერესი დიდია, თუმცა პროდუქციის შეტანა მარტივი ნამდვილად არ არის, მათი სტანდარტებიდან გამომდინარე. ასე რომ, ინტერესიც და ექსპორტის მოცულობაც მზარდია.

ბოლო ტენდენცია კი, უკრაინაში ომიდან გამომდინარე ასეთია, უკრაინა იყო თაფლის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი ევროკავშირის ქვეყნებისათვის, როგორც მზესუმზირის, ასევე აკაციის თაფლის შემთხვევაშიც. სამწუხაროდ, ომი ისევ მიმდინარეა და სანამ უკრაინაში მოვლენები დასტაბილურდება, ვფიქრობ გვაქვს პოტენციალი, ბაზარი ჩვენ ავითვისოთ. ცხადია, არ ვგულისხმობ უკრაინისთვის ნიშის წართმევას, ჩვენ ამის რესურსი ფიზიკურად ვერც გვექნება და არც უნდა გვქონდეს სურვილი, თუმცა სანამ უკრაინა ვერ მიაწვდის ევროპას ამ პროდუქტს, ვფიქრობ, საქართველომ ეს პოტენციალი უნდა გამოიყენოს. მით უფრო, რომ ქართულო თაფლის ცნობადობა და სანდოობა ევროპაში გაზრდილიa” – განუცხადა პაპავამ ,,ბიზნესპრესნიუსს“.

მსგავსი სიახლეები

ჯარი, პოლიცია, სამედიცინო პერსონალი, მასწავლებლები… – Salenews Card სპეციალურად მათთვის

SALENEWS CARD (ყველა ფასდაკლება ერთ ბარათში)  -არის წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) პროდუქტი, რისი მეშვეობითაც ბარათის მფლობელებს საშუალება აქვთ, ისარგებლონ ფასდაკლებით ასოციაციაში გაწევრიანებული კომპანიების…

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციამ სპეციალური ფასდაკლების ბარათი სტუდენტური salenews card შექმნა

„წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია“-მ სტუდენტების მხარდაჭერისთვის ბაზარზე სპეციალური ფასდაკლების ბარათი სტუდენტური salenews card შექმნა. ამ პროექტის ფარგლებში,  წარმატებულმა ქართულმა ბიზნესის ასოციაციამ გადაწყვიტა ხელი…

YouTube-მა დონალდ ტრამპის ანგარიშზე წვდომა აღადგინა

YouTube-მა 17 მარტს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიშს ყველა შეზღუდვა მოუხსნა. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტ ლესლი მილერის თქმით, 17 მარტიდან ტრამპის YouTube-არხს „შეზღუდვები აღარ ეხება“ და ყოფილ პრეზიდენტს…

RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა

ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) საგრანტო კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. RDYE პროექტს ახორციელებს…

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ბრიუსელში, ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) ამერიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა

ბელგიის სამეფოში, ქალაქ ბრიუსელში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) ამერიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!