2024 წლის იანვარ-თებერვალში ქართული წარმოების სიმინდის საექსპორტო ფასი 2015 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. 2024 წლის პირველ ორ თვეში 1 კგ სიმინდი 0.36 დოლარად გავყიდეთ, ხოლო გასულ წელს 3.9 დოლარად-ქართული წარმოების სიმინდის საექსპორტო ფასი წელს დაახლოებით 91%-ით შემცირდა.
მიუხედავად ფასის შემცირებისა, 2024 წლის იანვარ-თებერვალში სიმინდის ექსპორტი გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ადგილობრივ ექსპორტზე 518 ათასი დოლარის სიმინდი გავიტანეთ, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 437.7 დოლარის. ეს ნიშნავს იმას, რომ სიმინდის ადგილობრივი ექსპორტი მიმდინარე წელს 18%-ით გაიზარდა.
საქსტატის მონაცემების თანახმად, ქართული წარმოების სიმინდის ექსპორტი აზერბაიჯანსა და ირანში განხორციელდა. აზერბაიჯანმა 1 კგ სიმინდში 5.4 დოლარი გადაიხადა, ხოლო ირანმა 0.25 დოლარი. კერძოდ:
- აზერბაიჯანი – 174 ათასი დოლარის 32 ტონა
- ირანი – 344 ათასი დოლარის 1 388 ტონა
2015-2024 წლების იანვარ-თებერვალში სიმინდის ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკა ასე გამოიყურება:
- 2015 წელი – 1 მლნ დოლარის 4 224 ტონა (0.23 დოლარი 1 კგ)
- 2017 წელი – 10.8 ატასი დოლარის 2 ტონა (5.4 დოლარი)
- 2020 წელი – 250 ათასი დოლარის 45.9 ტონა (5.4 დოლარი)
- 2021 წელი – 127 ათასი დოლარის 52.9 ტონა (2.4 დოლარი)
- 2022 წელი – 152.8 ათასი დოლარის 62.8 ტონა (2.4 დოლარი)
- 2023 წელი – 437.7 ათასი დოლარის 112.6 ტონა (3.9 დოლარი)
- 2024 წელი – 518 ათასი დოლარის 1 420 ტონა (0.36 დოლარი)