დღის სიახლეებიეკონომიკაზოგადი განათლებასაინტერესო სიახლეებისიახლეებიფინანსები

რა პრობლემებს ქმნის გაჩერებული ლარსის საბაჟო ექსპორტიორებისთვის?

0
გაზიარება

დღეს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი ყაზბეგი მუშაობას აჩერებს. მიზეზი დარიალის ხეობაში არსებული მეტეოროლოგიური ვითარებაა, რის გამოც საზღვარზე საქონლის შეტანა-გატანა და სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ ხორციელდება.

ამ დრომდე უცნობია როდის განაახლებს რუსეთ-საქართველოს საზღვართან არსებული საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობას, სადაც ტვირთებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო მანამდეც რიგები იყო. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დარიალის ხეობაში ძლიერი წვიმის გამო დაზიანებული გზის აღდგენა უკვე დაიწყო. დისტრიბუტორთა და იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ამბობს, რომ ექსპორტ/იმპორტიორებს ტვირთების გადაზიდვა ალტერნატიული გზით საბაჟო გამშვებ პუნქტ წითელი ხიდის მეშვეობით უწევთ. მისივე თქმით, ამ გზით ტვირთების გადაზიდვა შედარებით ძვირი და დროში გაწელილი იქნება.

“ალტერნატიული გზა აზერბაიჯანთან არსებული საზღვარია, საიდანაც შესაძლებელი იქნება როგორც ტვირთების შემოტანა, ასევე გატანა, თუმცა ეს ფასზე აისახება. ასეთი შემთხვევები ბევრია ხოლმე, როდესაც ლარსის გამშვები პუნქტი იკეტება ზვავსაშიშროების გამო და ამ გზით სარგებლობას ვერ ახერხებენ. ამის გამო ტვირთები აზერბაიჯანის გავლით შემოდის. ეს ადგილობრივი ფერმერებისთვის დისკომფორტი იქნება, რომლებიც მალფუჭებადი პროდუქციის ექსპორტს ეწევიან. აზერბაიჯანის საზღვრიდან ტვირთის გატანა დროში უფრო გაწელილია. პირობითად თუ ლარსის გამშვები პუნქტიდან ტვირთის გატანას 5 დღე სჭირდება, ამ შემთხვევაში ეს დრო 10-12 დღეა. ეს ასევე პრობლემურია იმ მხრივ, რომ რიგები გაიზრდება. აქ მხოლოდ ქართულ ტვირთებზე არ არის საუბარი, ამ გზას იყენებენ სომხეთიდან შემოსული სატვირთო მანქანებიც და მათთვისაც სერიოზული პრობლემაა. სომხეთისთვის ერთადერთი გზა რუსეთიდან იმპორტ/ექსპორტისთვის საქართველოზე გადის და ისინი აზერბაიჯანის გზით ვერ ისარგებლებენ”, – აცხადებს ჭყონია.

მსგავსი სიახლეები

რეგიონებზე სუპერმარკეტების შემოსავალების 38.3% მოდის

2023 წლის პირველ 9 თვეში, თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის სექტორი 25%-ით გაიზარდა. ორგანიზებული FMCG ბაზრის შემოსავალთა უდიდესი ნაწილი, 61.3 პროცენტი, კვლავ…

2022-2023 აკადემიურ წელს უცხო ქვეყნის მოქალაქე 10 934 მოსწავლე ოფიციალურად ირიცხება საქართველოს კერძო და საჯარო სკოლებში

საქართველოს ღია საზოგადოების მხარდაჭერით შემუშავებული კვლევის მიხედვით, თუ 2016-2017 აკადემიურ წელს უცხო ქვეყნის მოქალაქე 5044 მოსწავლე ირიცხებოდა ოფიციალურად საქართველოს კერძო და საჯარო სკოლებში, 2022-2033 აკადემიური…

სებ-ი საპენსიო სესხების რეკლამირებას აკრძალავს

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე იკრძალება - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. აღნიშნული ცვლილება გავრცელდება იმ…

იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, საქართველომ 1,025 მლნ დოლარად 2,635 ტონა თურქული ვაშლი შეიძინა

იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, საქართველომ 1,025 მლნ დოლარად 2,635 ტონა თურქული ვაშლი შეიძინა თურქეთში ვაშლზე მოთხოვნამ იმატა. Ani Tarim-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერის მეჰმედ ჩაკმაკის თქმით, განსაკუთრებული მოთხოვნაა…

საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის სექტორი 25%-ით გაიზარდა

2023 წლის 9 თვეში საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის სექტორი 25%-ით გაიზარდა - ინფორმაცია აღნიშნულია თიბისი კაპიტალის სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის სექტორის (FMCG) განახლებულ…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!