დღის სიახლეებიდასვენება და გართობა

რა შექმნეს მეცნიერებმა სტრესისა და დაღლილობის გასაქრობად?

0
გაზიარება

ფსიქოლოგები გამუდმებით ცდილობენ ადამიანებს სტრესის დონის შემცირებასა და სხვადასხვა სირთულესთან გამკლავებაში დაეხმარონ. ახლა კი საქმეში მეცნიერები, ცოტა არ იყოს, უჩვეულო და სასაცილო მოწყობილობით ჩაერთნენ საქმეში — მათ შექმნეს ტექნოლოგია, რომელიც მომხმარებელს ფეხზე უღიტინებს და შედეგად, „უკონტროლო სიცილს“ იწვევს.

ელემენტებზე მომუშავე მოწყობილობა, სახელწოდებით TickleFoot, ფეხსაცმელში მაგრდება. სამი აქტიური წერტილი ფეხის გულზე ყველაზე სენსიტიურ ადგილებშია განლაგებული, რათა ღიტინს შესაბამისი ეფექტი ჰქონდეს.სტრესისა და დაძაბულობის განცდას გააქრობს, თავს მისცემ შესაძლებლობას, რომ განიტვირთო

მეცნიერებმა, მათ შორის ახალი ზელანდიის ოკლენდის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა, განაცხადეს, რომ მოწყობილობა მაგნიტიანი ფუნჯების საშუალებით ღიტინის შეგრძნებებს აჩენს და, შესაძლოა,  „უკონტროლო სიცილის“ გამოწვევით სტრესის შემსუბუქებაში დაგვეხმაროს.

კვლევაში, რომელიც ცოტა ხნის წინ ჟურნალ Transactions on Computer-Human Interaction-ში გამოქვეყნდა, მეცნიერებმა ფეხის გულზე ღიტინისთვის ყველაზე სენსიტიური ადგილები და სტიმულაციის ის ნიმუშები გამოკვეთეს, რომლებიც სიცილს იწვევს. მიღებული ნიმუშები კი უკვე რამდენიმე ექსპერიმენტით დადასტურდა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა ღიტინის დონე შვიდ ქულიანი სისტემით შეაფასეს.

„მონაწილეების შეფასებებიდან რამდენიმე განაცხადი მივიღეთ, რომელთა მიხედვითაც ასეთი სიმულაციები, შესაძლოა, სასარგებლო იყოს“, — წერენ მეცნიერები.

გარდა ამისა, კვლევამ, რომელშიც 13 ადამიანი, მათ შორის შვიდი ქალი და ექვსი კაცი მონაწილეობდა, გენდერული ვარიაციების მნიშვნელობაც გამოკვეთა. უფრო კონკრეტულად, მეცნიერების თქმით, ქალების შემთხვევაში ღიტინის ყველაზე დიდი ქულა ფეხის თაღის ცენტრმა მიიღო, კაცების შემთხვევაში კი — ფეხის თითებთან ახლოს მდებარე ადგილმა.

სწორედ მიღებული მონაცემების საფუძველზე ჩასვეს მეცნიერებმა მასტიმულირებლები დრეკად ღაბაშში. მოწყობილობის ბატარეები დაახლოებით ერთ საათს ძლებს, მისი ჩართვა და გამორთვა კი დისტანციურადაა შესაძლებელი.

მიუხედავად ტექნოლოგიის წარმატებული განვითარებისა, ჯერ კიდევ გასარკვევია, რამდენად გამოიღებს ის სასურველ შედეგს. ეჭვის საფუძველს ადრეული კვლევა ბადებს, რომლის მიხედვითაც, ღიტინისგან სიცილის გამოსაწვევად ადამიანი უკვე პოზიტიურ განწყობაზე უნდა იყოს.

მსგავსი სიახლეები

Tourist card – ინოვაციური პროდუქტი კომპანიების სანდოობითა და შეთავაზებების მრავალფეროვნებით

Tourist card -  წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციასციის ახალი პროდუქტია, რომელიც სანდო კომპანიებითა და შეთავაზებებით, საქართველოში ჩამოსული ვიზიტორებისთვის შეიქმნა. ბარათში ჩაშენებულია სპეციალური პროგრამა, რომლითაც…

დაგროვებითი პენსიის სახით 10,7 მლნ ლარამდეა გაცემული

დაგროვებითი პენსიით ამ დროისთვის, სხვადასხვა კატეგორიის 3 781 პირმა ისარგებლა. ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. „2023 წლის 8 ივნისის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.5 მილიარდი ლარია. წმინდა…

ბათუმის სტადიონმა FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე, უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა

ქალაქ მაიამიში FIABCI World Prix d'Excellence Awards 2023 დაჯილდოება გაიმართა. უძრავი ქონების ოსკარის მასშტაბურ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო…

1 კილოგრამი ჟოლოს ფასი სუპერმარკეტებში 30 ლარს შეადგენს

წელს ჟოლოს სეზონი მაღალი ფასებით დაიწყო, 1 კილოგრამის ფასი სუპერმარკეტებში 30 ლარს შეადგენს, ადგილობრივ მწარმოებლებთან კი ღირებულება 15-20 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის ფერმერების მხოლოდ ნაწილმა დაიწყო…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!