ფინანსებიRSS კატეგორიაკვება

რა შემოსავალი ჰქონდა „ვენდისს“ პანდემიურ პერიოდში

0
გაზიარება

პანდემიურ 2020 წელს შემოსავლები ბიზნესების დიდი ნაწილის მსგავსად, „ვენდისსაც“ შეუმცირდა. ამის შესახებ კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებაშია აღნიშნული.

კერძოდ, „ვენდისის“ შემოსავალმა 2020 წელს 22 368 435 ლარი შეადგინა. მაშინ, როცა პანდემიამდელ 2019 წელს ეს მაჩვენებელი 25 441 996 ლარი იყო.

ანგარიშგების თანახმად, 2020 წელი კომპანიამ ზარალით დაასრულა. კერძოდ, „ვენდისის“ წლიური მთლიანი სრული ზარალი 17 847 705 ლარი იყო. ამასთან, როგორც ანგარიშგებაშია აღნიშნული, ხელფასები და თანამშრომელთა სხვა სარგებელი – 4 882 490 ლარი, გამოყენებული მარაგის ხარჯი – 10 679 400 იყო.

ფინანსური დოკუმენტაციის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში კომპანიას მოგების გადასახადი არ გადაუხდია. ამასთან, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ვენდისის“ საკუთრებაში 25 132 495 ლარის აქტივები იყო.

ცნობისთვის, სს ვენჯორჯია „(ვენდის) დაარსდა 2011 წლის იანვარში. ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის 100%-იან მფლობელს წარმოადგენს „გლობალ ინვესტორს ლიმიტედ“. კომპანიის ბენეფიციარი მფლობელები კი არიან სამსონ ფხაკაძე (აქციების 50%-ის მფლობელი) და ლევან ფხაკაძე (აქციების 50%-ის მფლობელი).

მსგავსი სიახლეები

რუსთავის მერია ქალაქისთვის 5 მლნ ლარის ლიფტებს შეიძენს

„დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩვენს ქალაქში არის ლიფტები. ეს არის ერთ-ერთი მთავარი, რაზეც ძალისხმევა უნდა მივმართოთ.წელს მოძველებული ლიფტების ჩანაცვლების პროექტისთვის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარია გათვალისწინებული“,- აცხადებს…

ევროპაში გაზის ფასი 450 დოლარამდე დაეცა

ევროპის საფონდო ბირჯებზე გაზის ფასი ათას კუბურ მეტრზე 450 დოლარამდე დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2021 წლის ივლისის შემდეგ. დღის განმავლობაში კი ბუნებრივი აირის ფასმა ჯამში 6% იკლო. აპრილის ფიუჩერსების ღირებულება კი…

ბაზისბანკი, ბიზნესის საკრედიტო პორტფელის მოცულობით, უმსხვილესი ბანკების სამეულშია

ბაზისბანკმა, გასული წლის განმავლობაში,  ბიზნესის დაფინანსების ტემპი მნიშვნელოვნად გაზარდა, შედეგად, იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელის მოცულობით უმსხვილესი ბანკების სამეულშია. 2022 წლის შედეგებით, ბაზისბანკის იურიდიული…

რა ღირს ქართული მწვანილი ბაზარზე?

გასული წელი მწვანილის მოყვანა ქართველი მწარმოებლებისთვის არც ისე მომგებიანი იყო: თუ შარშან 1 კილოგრამის საბითუმო ფასი 4 ლარი იყო, წელს ის 7 ლარამდეა გაზრდილი. ბოლო წლებში, რუსული და უკრაინული ბაზრები, სადაც ქართული მწვანილი…

1 დოლარი 2.6325 ლარი ღირს

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.6325 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.6363 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 17 თებერვალს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!