აჭარადღის სიახლეებისასტუმროები

Radisson Hotel Group-მა და Next Group-მა თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს

0
გაზიარება

Radisson Hotel Group-ი საქართველოში მასშტაბებს აფართოებს – კომპანიამ ხელშეკრულება Next Group – თან ერთად Radisson Blu Resort & Residences, Batumi Gonio-ს აშენებაზე გააფორმა.

Radisson Hotel Group-ი სიამაყით აცხადებს, რომ Next Group – თან ხელშეკრულების გაფორმებით მან საქართველოში თავისი პორტფელი 9 სასტუმრობდე გაზარდა.

ახალი სასტუმრო Radisson Blu Resort & Residences Batumi, Gonio 2026 წლის პირველ კვარტალში გაიხსნება და ის ბათუმში Radisson Blu-ს მეორე საკუთრება და ნომერ პირველი კურორტი იქნება.

ბათუმი შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტი და უძველესი ქალაქია. ის ცნობილია სხვადასხვა არქიტექტურული ფორმების ეკლექტიკური ნაზავით, ისტორიული პორტით, ევროპული სტილის მოედნებით, ციხე-სიმაგრეებით, მზიანი სანაპიროებითა და საოცარი პეიზაჟებით. ბათუმი ხშირად მასპინძლობს კლასიკურ და საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალებს და უამრავ ადგილობრივ და უცხოელ ტურისტს.

Radisson Blu Resort & Residences Batumi, Gonio განთავსებული იქნება შავი ზღვის სანაპიროზე და პირდაპირ იქნება დაკავშირებული პლაჟთან. შენობა გამოირჩევა შუშის ექსტერიერით, რომლის არქიტექტურაც ტრია გრუპის (Tria Group) არქიტექტორს – ლევან სიამაშვილს ეკუთვნის. მასში განთავსდება 500 ოთახი, ლუქსი და რეზიდენციები. სასტუმროს ნაწილი მოიცავს ორ რესტორანს, რომლებიც დამსვენებლებს ადგილობრივ და საერთაშორისო სამზარეულოს შესთავაზებს. ასევე, შიდა სივრცესა და სახურავზე იქნება ბარი დასვენებისა და განტვირთვისთვის. სასტუმრო აღჭურვილი იქნება შიდა და გარე აუზით, სპა და ფიტნეს ცენრებით, კაზინოთი, რომლის ფართობი 1 200 კვადრატული მეტრი იქნება. Radisson Blu Resort & Residences Batumi, Gonio სტუმრებს ასევე შესთავაზებს საკონფერენციო დარბაზებსა და ისეთ სივრცეებს, სადაც შეხვედრების ორგანიზება და გამართვა იქნება შესაძლებელი.

Radisson Hotel Group-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომელიც აერთიანებს სასტუმროების 9 გამორჩეულ ბრენდს და მსოფლიოს 120 ქვეყანაში 1,700-ზე მეტი მოქმედი და მშენებარე სასტუმროთია წარმოდგენილი. ბრენდის მთავარი დაპირება და მოწოდება შემდეგია „ყველა მომენტი მნიშვნელოვანია, მე ამის გაკეთება შემიძლია“.

ჯგუფის პორტფოლიო მოიცავს შემდეგ ბრენდებს: Radisson Collection, Radisson Blu, Radisson, Radisson RED, Radisson Individuals, Park Plaza, Park Inn by Radisson, Country Inn & Suites by Radisson და prizeotel.

მსგავსი სიახლეები

2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სამინისტრო პარლამენტში კანონპროექტის დაინიცირებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, 2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6…

საქართველოს მოქალაქეობის მიღების ვადა შესაძლოა შემცირდეს

კანონპროექტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირი, სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეობას ჩვეულებრივი წესით მოიპოვებს საქართველოში 5 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრების შემდეგ, ნაცვლად 10 წლისა.…

საწვავის ფასი შესაძლოა, კიდევ 10 თეთრამდე გაიზარდოს

„მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს საცალო ბაზარზე ფასთა სხვაობას. ეს მიზეზია მომწოდებელი ქვეყანა რუსეთი, რომელსაც თვითონვე შეექმნა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი და აქედან გამომდინარე, ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ჩვენთან გაძვირებულია…

15 ოქტომბრის ბიზნეს სამიტზე 200 ბიზნეს კომპანია უკვე დარეგისტრირდა

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA)  ორგანიზებით 15 ოქტომბერს ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომელსაც სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს. ბიზნეს სამიტზე წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!