საინტერესო სიახლეებიდღის სიახლეებიზოგადი განათლებასიახლეები

რამდენი მილიარდი იზარალა უკრაინამ ქვეყანაში რუსეთის შეჭრის გამო

0
გაზიარება

კიევის ეკონომიკის სკოლის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყანამ 600 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა. აქედან 92 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი მხოლოდ ინფრასტრუქტურას მიადგა. კვლევა ეხმიანება ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც უკრაინას რუსეთის ქვეყანაში შეჭრა უკვე ნახევარი ტრილიონი დოლარი დაუჯდა.

მკვლევარების დათვლებით, ომის დაწყებიდან დღემდე საერთო ზარალი 564-დან 600 მილიარდ აშშ დოლარამდე მერყეობს. აღნიშნული რიცხვის მისაღებად კვლევაში რამდენიმე მაჩვენებელი გაერთიანდა. საერთო ზარალის შეფასება პირდაპირი ინფრასტრუქტურული დანახარჯების შედგენის, მოქალაქეების, სამთავრობო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმართველობების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გამოყენებით მოხდა. გარდა ამისა, მკვლევარებმა დაიანგარიშეს არაპირდაპირი ხარჯებიც, მათ შორის მშპ-ს შემცირება, სოციალური მხარდაჭერის ხარჯები თუ შეჩერებული ინვესტიციებისაგან მიყენებული ზარალი.

ანგარიშის მიხედვით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე 195 ქარხანა და საწარმო, 230 სამედიცინო დაწესებულება და 940 საგანმანათლებლო სივრცე დაზიანდა, განადგურდა ან ოკუპირებულია.

ყველაზე დიდი მატერიალური ზარალი საცხოვრებელი სახლებისა და გზების ინფრასტრუქტურას მიადგა. ამ მხრივ დანაკარგებმა 60 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. კვლევის მიხედვით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ 23 800 კილომეტრი სიგრძის გზები დაზიანდა ან განადგურდა. უკრაინული ბიზნესებისათვის მიყენებული ზარალი კი 10 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

თუმცა, მიუხედავად მატერიალური დანაკარგებისა, აუცილებლად უნდა გვესმოდეს ისიც, რომ ყველაზე დიდი დანაკარგი იმ ადამიანების სიცოცხლეა, რომლებიც რუსულ აგრესიას ემსხვერპლა.

წყარო – Forbes.ge

მსგავსი სიახლეები

გამონაბოლქვის ნორმასთან შეუსაბამობისთვის 641 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა

4 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 641 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი - 303 დარღვევა თბილისში…

28 სექტემბერს კონფერენცია სახელწოდებით „გლობალური პერსპექტივები ნეიროქირურგიასა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციაში” გაიმართება

28 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო Holiday Inn-ის Adjara საკონფერენციო დარბაზში, Global Health Union და RHAZES GLOBAL საერთაშორისო სამედიცინო კონსულტირების ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია სახელწოდებით „გლობალური პერსპექტივები…

საარსებო შემწეობას თბილისში ყოველი მე-9 ადამიანი იღებს

სოციალური მომსახურების სააგენტოს აგვისტოს სტატისტიკის მიხედვით, დედაქალაქში საარსებო შემწეობას ჯამში 137 167 ადამიანი იღებს, საქსტატის მონაცემებით კი თბილისში სულ 1 241 709 ადამიანი ცხოვრიობს, შესაბამისად თბილისში მცხოვრები…

რატომ არის ევროპის საუკეთესო ადგილი მოგზაურობისთვის?

ევროპა მოგზაურობისთვის გამორჩეული მიმართულებაა, სადაც შეგიძლიათ საუკეთესო გამოცდილება და დაუვიწყარი მოგონებები შეიქმნათ, რადგან ევროპას აქვს: 1. მდიდარი ისტორია ევროპის კონტინენტს გააჩნია წარმოუდგენლად მდიდარი და…

22 სექტემბრის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6879 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0129 ლარით გაუფასურდა. ევრო - 2.8637 ლარი აშშ დოლარი -…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!