ფინანსებიდღის სიახლეებიეკონომიკასაინტერესო სიახლეებისიახლეები

რამდენი მილიარდი ლარით შემცირდა TESLA-ს საბაზრო ღირებულება

0
გაზიარება

მიმდინარე კვირის ბოლო სავაჭრო სესია ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიისათვის უაღრესად არასახარბიელო შედეგებით დასრულდა. ერთ დღეში Tesla-ს აქციების ღირებულება 9.2%-ით დაეცა, რამაც კომპანიის საერთო საბაზრო კაპიტალიზაციის 75 მილიარდი დოლარით შემცირება გამოიწვია.

აქციების მკვეთრი ვარდნის ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ილონ მასკის განცხადებაა, რომელმაც Tesla-ს მენეჯმენტს შემდეგ დავალება მისცა: დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ ვაკანსიების გამოცხადებისა და ახალი თანამშრომლების აყვანის პროცესი და, ამავდროულად, 10%-ით შეემცირებინათ კომპანიაში დასაქმებულ პირთა რიცხვი, რაც, დაახლოებით, 10,000 ადამიანს აღწევს.

მოულოდნელი გადაწყვეტილების მიღების მიზეზად მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ნეგატიური მოლოდინები დაასახელა. მასკის განმარტებით, მას „ძალიან ცუდი წინათგრძნობა“ აქვს გლობალურ ეკონომიკურ ფაქტორებთან დაკავშირებით და ის არ გამორიცხავს, რომ აშშ-ის ეკონომიკა რეცესიულ მდგომარეობაში გადავიდეს, რაც, თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება Tesla-ს შემოსავლიანობაზე.

მასკის განცხადება უოლ-სტრიტზე, რასაკვირველია, ინვესტორებმა და ტრეიდერებმა ნეგატიურად მიიღეს, რაც კომპანიის აქციების ფასზეც მკაფიოდ აისახა. ინვესტორები შიშობენ, რომ გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეაფერხებს კომპანიის ზრდისა და განვითარების ტემპს, რადგან მოსახლეობას ნაკლები მატერიალური რესურსები ექნება ძვირად ღირებული ელექტრომობილების შესაძენად.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი შემცირდა

საქართველოში შემოსავლებს შორის განსხვავება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. 2022 წელს 2021 წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტი მთლიანი შემოსავლების მიხედვით 0,1 პუნქტით შემცირდა და 0.36 ნიშნულს მიაღწია - საქსტატი ჯინის კოეფიციენტის…

მასკის ჩიპების კომპანია Neuralink-მა ადამიანებზე კვლევების დაწყების ნებართვა მიიღო

ილონ მასკის Neuralink-მა შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან (FDA) მიიღო ნებართვა, დაიწყოს „ადამიანის პირველი კლინიკური კვლევა“. ეს მთავარი ნაბიჯია კომპანიისთვის, რომელიც ცდილობს განავითაროს…

29 მაისის ვალუტის კურსი

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.5800 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.5810 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 25 მაისის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება  2.5876…

უფასო აპლიკაციის საშუალებით ძველი საბერძნეთის ნახვა სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი

საბერძნეთმა მობილური აპლიკაცია ჩაუშვა, რომლითაც აკროპოლისისა და პართენონის (ათენას ტაძრის) ძველ დროში ნახვა არის შესაძლებელი - „ევროპულსი“ ახალი აპლიკაცია ხელოვნურ ინტელექტსა და ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიებს იყენებს,…

საქართველოში შესაძლოა, მზესუმზირის ზეთი გაიაფდეს

საქართველოს ზეთის იმპორტი უიაფდება.როგორც ცნობილია, რუსულ მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადი ივნისში განულდება, მაშინ, როცა მაისში ტონაზე 1,122 რუბლს (14 დოლარს) შეადგენდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 4 თვეში,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!