დასაქმების პროგრამაRSS კატეგორიასაზოგადოება

რამდენს გამოიმუშავებენ ევროპაში დისტანციურად დასაქმებულები?

0
გაზიარება

PWC-მა ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა, მომდევნო 12 თვის გამავლობაში სამსახურიდან წამოსვლას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას გეგმავს. Glassdoor-ის მონაცემები კი აჩვენებს, OECD-ის ქვეყნებში რამდენია საშუალო ანაზღაურება ყველაზე მოთხოვნად პროფესიებში 37,5-საათიანი სამუშაო კვირის განმავლობაში. ამ თემაზე მასალას Euronews აქვეყნებს.

კვლევაში განხილულ პროფესიებს შორის ერთ-ერთი ვებდეველოპერია, რომელსაც მაგალითად, შვეიცარიაში $88,496-ს უხდიან, დანიაში – $70,763-ს, საფრანგეთში ვებდეველოპერის ხელფასი საშუალოდ $43,757, ხოლო ნიდერლანდებში კიდევ უფრო დაბალი – $40,531. მკვეთრად განსხვავდება ანაზღაურება თუკი ჩამოთვლილ ქვეყნებს საბერძნეთს შევადარებთ, სადაც აღნიშნულ პროფესიაზე ანაზღაურება $13,492-ია, ხოლო პორტუგალიაში – $15,557. ცხადია, ხელფასები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზოგან ცხოვრების ხარჯიც მაღალია ანუ შვეიცარიასა და დანიაში მართალია, ხელფასები მაღალია, თუმცა პარალელურად, ორივე, 10 ყველაზე ძვირადღირებულ ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციაზე ხვდება.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც კვლევის ფარგლებში განიხილეს და ხელფასიც დაითვალეს UX/UI დიზაინერია, რომელსაც შეუძლია დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან მუშაობა. ანაზღაურების სახით კი, მაგალითად, აშშ-ში $105,000-ს მიიღებს, შვეიცარიაში -$88,496-ს. შედარებისთვის, თურქეთში ამ სფეროს პროფესიონალებს $6,217-ს უხდიან, ხოლო კოლუმბიაში – $12,311-ს. ყველაზე მაღალი ანაზღაურება შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ირლანდიასა და ლუქსემბურგშია.

რაც შეეხება გრაფიკულ დიზაინერს, ესეც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა მთელს მსოფლიოში, რომლის საშუალო ყოველთვიური ხელფასი შვეიცარიაში $85,258-ია, ლიეტუვაში – 58,467 აშშ დოლარი, ნორვეგიაში კი – $57,990. იმ ქვეყნებს შორის, სადაც გრაფიკულ დიზაინერს ყველაზე მეტს უხდიან, ასევე სახელდება დანია და იტალია. შედარებისთვის, თურქეთში ამ პროფესიის მქონე ადამიანებს $4,441-იანი ანაზღაურება აქვთ, კოლუმბიაში – $6,155, ხოლო მექსიკაში – $6,829.

კვლევის ორგანიზატორებმა ბუღალტერების ანაზღაურებაც განიხილეს და როგორც გაირკვა, ყველაზე მაღალი ხელფასი ისევ შვეიცარიაში აქვთ – $118 714, ისლანდიაში – $83 219, ხოლო ავსტრიაში – $72 060. ხუთეულშია ასევე ნიდერლანდები და დანიაც. ამ კუთხით ყველაზე დაბალია ანაზღაურება სლოვაკეთში, პორტუგალიაში, უნგრეთში, პოლონეთსა და საბერძნეთშია.

მსგავსი სიახლეები

“Fedex საქართველოში” მომსახურების ფასი 10%-ით გაიზარდა

კომპანია "Fedex საქართველოში" ამანათების გამოწერით ქვეყნებს შორის აშშ ლიდერობს, მას გერმანია და ჩინეთი მოჰყვება. როგორც BMG-ის, Fedex-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ნინო მენთეშაშვილმა განუცხადა, წელს…

რა ღირს დასვენება საქართველოს სასტუმროებში?

PMCG-ის კვლევის თანახმად, 2022 წლის მაისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 148 ლარი, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 255 ლარი შეადგინა. მათივე ცნობით, საოჯახო ტიპის სასტუმროების…

არის თუ არა დეფიციტი და რატომ ძვირდება საქართველოში დიზელის საწვავი?

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში დიზელის საწვავის ღირებულება მნიშვნელოვნად იზრდება. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ერთი ლიტრი დიზელის საწვავის ღირებულება 4,50 ლარს გადაცდა. როგორც ნავთობპროდუქტების…

„ალდაგი“-ს სიახლე საგზაო გადამზიდველებს

„ალდაგი“ საგზაო გადამზიდველებს სიახლეს სთავაზობს და აცხადებს, რომ პასუხისმგებლობის ერთჯერადი დაზღვევა (CMR) უკვე შესაძლებელია. კომპანიის ახალი პროდუქტი ერთეული გადაზიდვისთვის არის განკუთვნილი და წინასწარ განსაზღვრული…

როგორ ეხმარება Visa უკრაინელებს? – “პირველივე დღიდანვე მათ გვერდში ვართ”

Visa-ს ბარათი რუსეთის ტერიტორიაზე აღარ მუშაობს  – ამის შესახებ კავკასიაში Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა დიანა კიღურაძემ „Forbes კვირაში“ განაცხადა. მან იმ ჰუმანიტარული დახმარების პაკეტებზეც ისაუბრა, რაც კომპანიამ უკრაინელი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა